კოლეტ დიუფრენს-ტასეს სახელობის პრემია 2023
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 29 მაისი.
2015 წელს CECA-მ დააწესა კოლეტ დიუფრენს-ტასეს სახელობის პრემია სამუზეუმო განათლებისა და კულტურის აქციების მიმართულებით საუკეთესო კვლევისთვის, რათა წაახალისოს კვლევა წევრებს შორის, ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის აქციების განვითარებას და ამგვარად, გააუმჯობესოს ის რესურსი, რასაც მუზეუმები სთავაზობენ საზოგადოებას.
პრემია გადაეცემა CECA-ს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგენილი საუკეთესო ემპირიული კვლევის ავტორს, რომელმაც კონფერენციას წარუდგინა მოხსენება ქვემოთ მოცემული მახასიათებლების შესაბამისად. პრემია მოიცავს 400 ევრომდე კონტრიბუციას გამარჯვებულის საცხოვრებლისა და რეგისტრაციის ხარჯებისთვის, თუმცა მგზავრობის ხარჯები არ იფარება. გამარჯვებული კვლევის ტექსტი გამოქვეყნდება სამუზეუმო განათლების პუბლიკაციაში და CECA-ს ვებ-გვერდზე.
ტექსტის მახასიათებლები: ტექსტი შეიძლება წარდგენილ იქნეს ინგლისურ, ესპანურ ან ფრანგულ ენაზე, 35,000-დან 70,000 სიმბოლომდე (ინტერვალების ჩათვლით).
დეტალური ინფორმაცია პრემიისა და მახასიათებლების შესახებ, იხილეთ ამ ბმულზე: https://ceca.mini.icom.museum/research/delivering-research-paper/