July 10, 2022
ევროპის მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას კონკურსის 2022 წლის გამარჯვებულები სიახლე

2022 წლის 30 ივნისს ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი მიღწევების – კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2022 წლის მფლობელები გამოავლინეს ევროპის 18 ქვეყნიდან შემდეგ კატეგორიებში: კონსერვაცია, კვლევა, განათლება, სწავლება, მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება და მემკვიდრეობის ჩემპიონები.
ევროპის მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ა/წ 26 სექტემბერს პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში.
ყველა გამარჯვებულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ პრეს-რელიზში. ქვემოთ მოცემულია სამუზეუმო სფეროსთან დაკავშირებული გამარჯვებული კონკურსანტების სია:
- ქენან იავუზის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ბეიბურთი, თურქეთი – მუზეუმი მიზნად ისახავს შეინარჩუნოს და აღადგინოს ბაიბურთის და ანატოლიის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა ვიზიტორებისთვის ინტერაქტიული გამოცდილების უზრუნველყოფით, რომელიც შემუშავებულია ადგილობრივ საზოგადოებასთან თანამშრომლობით.
- მუზეუმი სოფელში. პორტუგალია – კულტურული პროგრამა აერთიანებს მუზეუმებს, ხელოვანებს და საზოგადოებას და მისი მიზანია ხელოვნებისა და კულტურის მეშვეობით ადგილობრივი ფოლკლორისა და მემკვიდრეობის გაცნობა და შენარჩუნება, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სოფლის კულტურულ აქტივობებზე.
- პისკუს სკოლის მუზეუმი და ვორკშოპი. რუმინეთი – კულტურული მემკვიდრეობა, თანამედროვე ხელოვნება და კერამიკა ერთად ქმნის კულტურულ – საგანმანათლებლო ცენტრს ყოფილ ქარხანაში. საზაფხულო სკოლების, სემინარებისა და კულტურული ღონისძიებების მეშვეობით ხორციელდება აქ არსებული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია.
- ელზბიეტა შუმსკა. ზლოტი სტოკი, პოლონეთი – ელზბიეტა შუმსკამ თავისი დაუღალავი ერთგულებით ხელი შეუწყო პატარა ქალაქ ზლოტი სტოკში მდებარე კოპალნია ზლოტას ყოფილი ოქროს მაღაროს ტრანსფორმაციას პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად.
- დაბრუნება საამის სამშობლოში, ფინეთი – საჯარო დიალოგის კარგად დაგეგმილი პროგრამა წინ უძღოდა საამების კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი კოლექციის დაბრუნებას ფინეთის ეროვნული მუზეუმიდან Sámi Museum Siida-ში და წარმოადგენს მემკვიდრეობის ეფექტური რესტიტუციის ძალიან მნიშვნელოვან მაგალითს.
- სიცილიური თოჯინების თეატრის დაცვა, იტალია – ეს პროექტი წარმოადგენს სიცილიური თოჯინების თეატრის არამატერიალური მემკვიდრეობის კონსერვაციის, პოპულარიზაციისა და რაციონალურად გამოყენების ღონისძიებებს.
- TISH ებრაული საკვების ფესტივალი, ვარშავა, პოლონეთი – ებრაული საკვები მემკვიდრეობის ამ დღესასწაულის საშუალებით, მონაწილეები საუბრობენ საერთო ისტორიის შესახებ, აპროტესტებენ სტერეოტიპებს და ანადგურებენ ბარიერებს კულინარიული სემინარებისა და საკვების დეგუსტაციის მეშვეობით.