2024 – მუზეუმები განათლებისა და კვლევისთვის

მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) მუზეუმის საერთაშორისო დღის 2024 წლის თემა გამოაცხადა – ცოდნის გავრცელება: “მუზეუმები განათლებისა და კვლევისათვის“

2024 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა ხაზს უსვამს მუზეუმების როლს განათლებისა და კვლევის მიმართულებით. 

თემა „მუზეუმები განათლებისა და კვლევისათვის“ მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას მუზეუმების, როგორც დინამიური საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელობას საზოგადოების განვითარებაში. თემა ასევე ეხმიანება მუზეუმების, როგორც ღია პლატფორმის როლს სიახლის შესწავლისა და კულტურულის რაობის აღქმის მიმართულებით.~

გაბორ პალოტაიმ (Gabor Palotai, Gabor Palotai Design), რომელიც ავანგარდული დიზაინის ფილოსოფიის ჯილდოს მფლობელია, შექმნა 2024 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის პოსტერი. შავ ფონზე გამოსახულია „M” ასო სხვადასხვა ფერში, რაც ცოდნის მრავალფეროვან სპექტრს გამოხატავს და სიმბოლურად ასახავს მუზეუმების მიერ გავრცელებული ცოდნის სიმდიდრესა და მრავალშრიანობას. პოსტერის აბსტრაქტული კომპოზიცია ვიზუალური მეტაფორაა იმისა, რომ მუზეუმებში არსებული ინფორმაცია ელოდება შესწავლასა და გავრცელებას.

მუზეუმის საერთაშორისო დღე, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) დადგენილებით ყოველწლიურად 18 მაისს აღენიშნება და ემსახურება მუზეუმების როლის ხელშეწყობასა და კულტურათა გაცვლას. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით მუზეუმები ერთიანდებიან, რათა მოაწყონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, გამოფენები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თემას ეხმიანება.

2020 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმის საერთაშორისო დღის თემების შემუშავებისას, ითვალისწინებს და მხარს უჭერს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.

2024 წელს ძირითადი ყურადღება გამახვილდება შემდეგ მიზნებზე:

  • მიზანი 4: ხარისხიანი განათლება – ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უზრუნველყოფილ იქნეს ინკლუზიური და თანაბარი ხარისხის განათლება, ხელი შეეწყოს უწყვეტი სწავლის შესაძლებლობებს.
  • მიზანი 9: მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა – აშენდეს მოქნილი ინფრასტრუქტურა, ხელი შეეწყოს ინკლუზიურ, მდგრად ინდუსტრიალიზაციასა და ინოვაციებს.

გამომდინარე იქიდან, რომ მუზეუმების ერთ-ერთი მთავარი მიზანია სასურველი აუდიტორიის მოზიდვა სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით, 2024 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მნიშვნელოვნად საგანამანათლებლო და ახალი შემეცნებითი პროგრამებით იქნებით დაკომპლექტებული.

#IMD2024 -ისთვის მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიზანია რომ საზოგადოებას მისცეს ბიძგი, რათა მუზეუმებთან კომუნიკაციისას მიეცეთ საშუალება გააანალიზონ განათლების როლი და იფიქრონ მომავალზე, სადაც ცოდნის გაზიარება გარკვეული ბარიერების გადალახვაში დაეხმარებათ და ინოვაცია ტრადიციებს გააერთიენებს.

მუზეუმების საერთაშორისო საბჭო: „შემოგვიერთდით და ერთად შევისწავლოთ მუზეუმებში არსებული ცოდნის სიმდიდრე და ერთად შევქმნათ მეტად ინფორმირებული და ინკლუზიური სამყარო!“

მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000 – ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული. სწორედ, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმები ყოველწლიურად გეგმავენ შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომლებიც უკავშირდება მუზეუმის საერთაშორისო დღის თემას.

18 მაისს, მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრს, გაერთიანდნენ და გააცნობიერონ მუზეუმების სრული ტრანსფორმაციული პოტენციალი მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის საქმეში.