ICOM-ის შესახებ

ICOM დაფუძნდა 1946 წელს.

ICOM წარმოადგენს მუზეუმებისა და მუზეუმის სპეციალისტების საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს კაცობრიობის ბუნებრივი და კულტურული, მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის კვლევის, კონსერვაციის, განვითარებისა და საზოგადოებისათვის გაცნობის მიმართულებით.

ICOM წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ერთადერთ გლობალურ ქსელს მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 138-ზე მეტი ქვეყნის 45 493 წევრს, 119 ეროვნულ კომიტეტს და 32 საერთაშორისო კომიტეტს.

ICOM ქმნის სამუზეუმო საქმიანობის პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელს უწყობს შესაძლებლობების განვითარებას და ცოდნის გაუმჯობესებას.

ICOM-ის სტრატეგიული გეგმა 2022 – 2028

ICOM 2022-28 სტრატეგიული გეგმა დამტკიცდა 37-ე გენერალურ ასამბლეაზე, 2022 წლის 24 აგვისტოს ICOM პრაღის გენერალური კონფერენციის ფარგლებში. გეგმა შემუშავებულია სტრატეგიული გეგმის მუდმივი კომიტეტის მიერ მონაწილეობითი პროცესის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდნენ ICOM-ის წევრები, მრჩეველთა საბჭო, აღმასრულებელი საბჭო და სამდივნო.

ICOM-ის წესდება

მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წესდება არის ორგანიზაციის ძირითადი დოკუმენტია. ICOM-ის შიდა წესები და ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს და ავსებს ამ წესდებას.