წევრობის უპირატესობები

ICOM-ის წევრები იღებენ წევრობის ბარათს, რაც მათთვის უზრუნველყოფს ICOM-ის მიერ დაწესებული პრივილეგიების მიღებას.

პროფესიული კავშირები
  • მსოფლიო პროფესიული სამუზეუმო ქსელის და მისი საერთაშორისო კომიტეტების რესურსებზე უფასო წვდომა
  • ICOM-ის გენერალურ კონფერენციაზე, ასამბლეასა და ICOM-ის სხვა ღონისძიებებზე დასწრება და მონაწილეობა
  • ICOM საქართველოს ღონისძიებებზე დასწრება და მონაწილეობა
  • ICOM საქართველოს ტრენინგ-პროგრამებში მონაწილეობა
  • ICOM-ის და საერთაშორისო კომიტეტების მიერ შემუშავებულ პროფესიულ სტანდარტებსა და პუბლიკაციებზე წვდომა
  • ICOM-ის ღონისძიებების ფარგლებში პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა.

შეღავათები და გრანტები

  • ICOM-ის წევრობის ბარათის მეშვეობით უფასო (ან შემცირებული გადასახადით) ვიზიტი მსოფლიოს თითქმის ყველა მუზეუმში
  • ფასდაკლება გარკვეულ პუბლიკაციებზე, რომელიც გამოცემულია ICOM-ის მონაწილეობით და UNESCO-ს გამოცემებზე (30%-მდე), აგრეთვე AltaMira Press, Oxford University Press, Routledge UK,  INTERPOL-ის სამუზეუმო მიმართულების გამოცემებზე.
  • ინდივიდუალური გრანტების მოპოვების უფლება ICOM-ის სხვადასხვა ღონისძიებებსა და პროგრამებში მონაწილეობის მიღების მიზნით.