ICOM საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

დაფუძნების თარიღი: 2007 წელი

ძირითადი მიზნები:
  • სამუზეუმო საქმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა საქართველოში;
  • ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის დაცვა და გავრცელება საქართველოს სამუზეუმო საზოგადოებაში;
  • ICOM-ის ამოცანებისა და პროგრამების გავრცელება და განხორციელება საქართველოში;
  • თანამშრომლობა UNESCO-სთან, ICOM-სა და ICOM-ის ეროვნულ, საერთაშორისო კომიტეტებსა და სხვა პროფესიულ ორგანიზაციებთან;
  • მუზეუმის პროფესიონალთა ინტერესების დაცვისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა საქართველოში;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი ტრეინინგ – პროგრამების, სემინარების, კონფერენციების, ფორუმების მომზადება და ორგანიზება;
  • პროფესიული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების გამოცემა;
  • თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან სამუზეუმო საქმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების ინფორმირება თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების, სამუზეუმო სფეროში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების შესახებ.

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი – წესდება