ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადება

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადება

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი ეხმიანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 თებერვლის ბრძანებას (# 05/02), რომლის მიხედვითაც
ცვლილება შედის საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში (საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის #110/ნ).
აღნიშნულ ბრძანებაში მოცემული ერთ-ერთი ცვლილება გულისხმობს გამკაცრებულ კონტროლს
სამუზეუმო ფონდებში დაშვებაზე კვლევითი საქმიანობის მიზნით. სამუზეუმო კოლექციებზე
წვდომის გამკაცრებული წესი ეხება არა მხოლოდ დაინტერესებულ საზოგადოებას, არამედ –
მუზეუმში დასაქმებულ სამეცნიერო პერსონალსაც.