მუზეუმის საერთაშორისო დღის შესახებ

მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით, მუზეუმის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1977 წლიდან აღინიშნება საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით. ყოველწლიურად მონაწილე მუზეუმები გეგმავენ მუზეუმის საერთაშორისო დღის თემასთან დაკავშირებულ შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებს, მჭიდროდ ურთიერთქმედებენ აუდიტორიასთან და ხაზს უსვამენ მუზეუმის, როგორც ინსტიტუციის სოციალური როლის მნიშვნელობას.

მუზეუმის საერთაშორისო დღის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ „მუზეუმები წარმოადგენს კულტურების გაცვლის, კულტურების გამდიდრების და ხალხთა შორის ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და მშვიდობის განვითარების მნიშვნელოვან საშუალებას“. ყოველწლიურად 18 მაისს ორგანიზებული ღონისძიებები შეიძლება გაგრძელდეს დღე, შაბათი-კვირა ან მთელი კვირა (18-25 მაისი).

მუზეუმის საერთაშორისო დღისათვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს კონკრეტულ თემას, რომლის მიხედვით მუზეუმები გეგმავენ შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებს ფართო აუდიტორიის ჩართულობით.

მუზეუმის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს ასიათასობით მუზეუმი აღნიშნავს მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რომელიც ICOM-ის მიერ შემოთავაზებულ ამა თუ იმ წლის თემას უკავშირდება.

ICOM უზრუნველყოფს მუზეუმის საერთაშორისო დღის პოპულარიზაციისთვის საჭირო ყველა ელემენტს: თემის მიმოხილვა, წლის თემაზე შექმნილი პოსტერი (და მისი სამუშაო ვერსია), წინამდებარე გზამკვლევი და სოციალური მედიის კამპანია ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

ფაქტები და ციფრები:
2019 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში მონაწილეობდა 150 ქვეყნის 55 000-ზე მეტი მუზეუმი.
2020 წელს, ციფრული ფორმატით განსაზღვრული შეზღუდვების მიუხედავად, მხოლოდ 18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღის აქტივობებმა სოციალურ ქსელში 83 მილიონზე მეტი ვიზიტორი მოიცვა.
ხოლო 2021 წელს მუზეუმის დღის აღნიშვნა გაფართოვდა მთელ მსოფლიოში ჰიბრიდული აქტივობების განვითარებით და მასში ინტერნეტის 89 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო სოციალური მედიის, სტატიების, ბლოგების, პოდკასტების და სხვა საშუალებების საფუძველზე!

https://imd.icom.museum/