ICOM-ის ეთიკის კოდექსი

 

ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსი წარმოადგენს პროფესიული პრაქტიკის მინიმალური სტანდარტების კრებულს მუზეუმებისა და მუზეუმის თანამშრომლებისთვის. სტანდარტები ჩამოყალიბებულია პრინციპების სახით, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს მუზეუმის სპეციალისტების პროფესიულ საქმიანობას. ICOM-ის წევრად მიღებისთანავე, ორგანიზაციის თითოეული წევრი ვალდებულია პატივი სცეს და იხელმძღვანელოს ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის პრინციპებით.

ICOM-ის პროფესიული ეთიკის კოდექსი ერთხმად იქნა მიღებული ICOM-ის მე-15 გენერალური ასამბლეის (1986 წლის 4 ნოემბერი, ბუენოს-აირესი, არგენტინა) მონაწილეთა მიერ. მე-20 გენერალურ ასამბლეაზე (2001 წლის 6 ივლისი, ბარსელონა, ესპანეთი) კოდექსის ტექსტში შეტანილი იქნა ცვლილებები, დოკუმენტს კი ეწოდა ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსი. 2004 წლის 8 ოქტომბერს კოდექსის ახალი რედაქცია დაამტკიცა ICOM-ის 21-ე გენერალურმა ასამბლეამ (სეული, კორეა).

სამუზეუმო ეთიკის კოდექსი, რომელიც თავდაპირველად ICOM-ის სამ ოფიციალურ ენაზე გამოქვეყნდა, თარგმნილია 38 ენაზე ICOM-ის კომიტეტების მიერ.

ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსი (ქართულ ენაზე)

 

ასევე იხილეთ: