მუზეუმების მზადება იზოლაციის დასასრულისთვის

🛑📣 ვინაიდან მსოფლიოს რიგ რეგიონსა და ქვეყანაში თანდათან დასასრულს უახლოვდება პანდემიასთან დაკავშირებული იზოლაცია, მუზეუმებს მოუწევთ ჯანდაცვის უსაფრთხოების პროტოკოლების გადახედვა/განახლება და ხელახლა გახსნისათვის შესაბამის დონეზე მომზადება.
🛑 მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები ყველა ქვეყანაში ადგილობრივ სპეციფიკას შეესაბამება, არსებობს რიგი ძირითადი ზომები, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს მუზეუმის ვიზიტორთა და პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.
👉 ICOM – მუზეუმების საერთაშორისო საბჭო წარმოგიდგენთ რამდენიმე საბაზისო რეკომენდაციას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ პანდემიის შემდეგ მუზეუმების გახსნისათვის მზადების პროცესში.
იხ. ბმული 👉 https://bit.ly/3gxApuC
🙌 მუზეუმებს, რომლებიც ვერ შეძლებენ აღნიშნული ზომების გატარებას, რეკომენდაცია ეძლევათ, გადადონ გახსნის პროცესი და დაელოდონ საერთო ეპიდემიოლოგიური პირობების გაუმჯობესებას.