EMYA – ევროპის წლის მუზეუმის პრემია

EMF – ევროპის მუზეუმების ფორუმის სამუზეუმო კონკურსი ევროპის წლის მუზეუმის პრემია – EMYA (European Museum of the Year Award)

კონკურსის შესახებ
სამუზეუმოს სფეროს ყველაზე პრესტიჟული პრემია დაფუძნდა 1977 წელს ბრიტანელი მუზეოლოგის კენეტ ჰადსონის მიერ და ხორციელდება ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ, ევროპის საბჭოს ეგიდით.
EMYA – ევროპის წლის მუზეუმის პრემია და ამ კონკურსის სხვა ჯილდოები ყოველწლიურად ცხადდება და გაიცემა ფორუმის საერთაშორისო კონფერენციასა და დაჯილდოების ცერემონიალზე.
კონკურსის ფარგლებში ხორციელდება ჟიურის მიერ აპლიკანტი მუზეუმების მკაცრი შეფასების პროცესი, რომელიც მოიცავს ჟიურის წევრების ინდივიდუალურ ვიზიტებსა და ინტერვიუებს აპლიკანტ მუზეუმებში და შეფასების ანგარიშებს. კონკურსი სრულდება საერთაშორისო კონფერენციით და დაჯილდოების ცერემონიალით, სადაც ევროპის მუზეუმების 250-300-ზე მეტი პროფესიონალი მონაწილეობს. ამ ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება ნომინანტი მუზეუმების პრეზენტაციები, ევროპის სამუზეუმო სფეროში არსებული ფასეულობების, მიმდინარე ინოვაციური იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის განხილვა/დისკუსია. ღონისძიებას ასრულებს გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიალი.
ყოველწლიურად, კონკურსში დაახლოებით 45-65 მუზეუმი მონაწილეობს ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნიდან. განმცხადებლები – ახალი მუზეუმები, რომლებიც პირველად გაიხსნა საზოგადოებისთვის ბოლო სამი წლის მანძილზე, ან უკვე არსებული მუზეუმები, რომელიც აღდგენილი იქნა ან მასშტაბურად გაფართოვდა.

ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ 2023 წლის გამარჯვებული მუზეუმების სია.

კონკურსის მიზნები და ფასეულობები:
კონკურსი მიზნად ისახავს:

  • მოწინავე გამოცდილების აღიარებასა და პრეზენტაციას ევროპის სამუზეუმო სცენაზე;
  • სამუზეუმო პრაქტიკაში ინოვაციებისა და საზოგადოებაზე ორიენტირების პროცესის ხელშეწყობას;
  • სამუზეუმო სექტორში იდეების და მდგრადი საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის წახალისებასა და კავშირების შექმნის ხელშეწყობას.

EMYA-ს პრემიის კონკურსის ფასეულობები ეხმიანება სოციალურ საკითხებსა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას 21-ე საუკუნის მუზეუმები.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ევროპის ყველა მუზეუმს, რომელიც არაკომერციული/არამომგებიანია და გაიხსნა ან არსებითად განახლდა 2020 წლის იანვრის შემდეგ;
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია მუზეუმებს/გამოფენებს, რომელიც აპლიკაციის შევსების პერიოდისთვის 4 წელზე მეტი ხნის მანძილზე გახსნილია;
  • დროებითი ან “ნახევრად მუდმივი” ექსპოზიციები შეიძლება გახდეს განაცხადის გაკეთების მიზანი;
  • მუზეუმები/გამოფენები ღია/დასრულებული უნდა იყოს ჟიურის წევრის ვიზიტის დროისთვის (ზაფხული – ადრეული შემოდგომა 2024) და ხელმისაწვდომი უნდა იყოს 2025 წლის ივნისის ბოლომდე;
  • მუზეუმს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუ მონაწილეობდა წინა კონკურსებში – 2020,2021, 2022, 2023 ან 2024 წელს (ეს პირობა არ ეხება მუზეუმების გაერთიანების სხვადასხვა ფილიალებს).
    დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
    https://www.europeanforum.museum/applications

Განხილვის პროცესი:
ყველა აპლიკაციას განიხილავს EMYA-ს ჟიური, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტთა ორგანოს და დანიშნულია ევროპის მუზეუმების ფორუმის სამეურვეო საბჭოს მიერ.
კონკურსში მონაწილე განმცხადებელი მუზეუმები შეფასდებიან შემდეგი სახით:

  • განაცხადების ფორმისა და დამხმარე დოკუმენტაციის გულდასმით შეფასება. Ჟიური იტოვებს უფლებას, არ მიიღოს განაცხადები, თუ კონკურსის ძირითადი კრიტერიუმები არ არის დაკმაყოფილებული;
  • ჟიური ადასტურებს შერჩეული განაცხადების სიას;.
  • ჟიურის წევრების ვიზიტი ზაფხული/შემოდგომაზე განხორციელდება შერჩეულ მუზეუმებში.
  • ჟიურის ვიზიტის კონკრეტული დეტალები წინასწარ შეთანხმდება შესაბამის მუზეუმთან;
  • პირველადი ვიზიტის შემდეგ, ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე, EMYA-ს ჟიურის სხვა წევრი შეიძლება ანონიმურად ეწვიოს იმავე მუზეუმს;
  • EMYA-ს ჟიური იკრიბება ნოემბერში, რათა განიხილოს ყველა წევრის მიერ ვიზიტის შედეგად მომზადებული ანგარიში, მიიღოს გადაწყვეტილება განმცხადებელი მუზეუმების შესახებ და გამოავლინოს გამარჯვებულები;
  • ნომინანტ მუზეუმებს ეგზავნებათ ინფორმაცია ნომინაციების შესახებ და მათ იწვევენ EMYA-ს ყოველწლიურ კონფერენციასა და დაჯილდოების ცერემონიალზე;
  • გამარჯვებული ნომინანტი მუზეუმების სია საჯაროდ არ გამოცხადდება დასკვნით ღონისძიებამდე;
  • კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდებიან კონფერენციის ბოლო დღეს, ოფიციალურ ცერემონიალზე, რომელიც გალა-მიღებით სრულდება;
  • ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპის საბჭოს პრიზის გამარჯვებული შესაძლოა დასკვნით ღონისძიებამდე გამოცხადდეს.

კონკურსის კატეგორიები:

სააპლიკაციო განაცხადი:
1. სააპლიკაციო ფორმა
2. Დამხმარე დოკუმენტაცია:
მაქსიმუმ 20 ციფრული გამოსახულება, JPEG ფორმატში. ეს სურათები არანაკლებ 300 dpi ფორმატის და მინიმუმ 1000×1000 პიქსელის ზომის უნდა იყოს, რეპროდუქციისა და პროექციისთვის. თითოეული სურათისთვის, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი: ფაილის სათაური, მოკლე აღწერა, ფოტოგრაფი და საავტორო უფლებების მფლობელი. გამოსახულებები უნდა შეიცავდეს მუზეუმის მინიმუმ ერთ გარე ხედს და გალერეებისა და აქტივობების ზოგად ხედებს. კონკურსი არ მოითხოვს ცალკეული აქტივობების სურათებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ სურათებს ევროპის მუზეუმების ფორუმი გამოიყენებს სხვადასხვა გზით, მათ შორის: ნომინანტების გამოქვეყნება ყოველწლიურ ბროშურაში. სურათები უნდა იყოს კარგი ხარისხის, საავტორო უფლებების გარეშე და ხელმისაწვდომი კონკურსის ყოველწლიურ პუბლიკაციებსა და ფორუმის ვებ-გვერდზე გამოსაყენებლად.
თუ აპირებთ სხვა დამხმარე მასალის გაგზავნას ფაილების გაზიარების პლატფორმის საშუალებით, უნდა გამოაგზავნოთ შეტყობინება ატვირთვის შესახებ (emf@europeanforum.museum) და ასევე უზრუნველყოთ, ფაილების ხელმისაწვდომობა ატვირთვიდან მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში. სასურველია, სრული ფოლდერების ატვირთვა, ცალკეული ფაილების მრავალჯერადი ატვირთვის ნაცვლად.
Ამავდროულად, სასურველია ყველა თანმხლები მასალის შინაარსის სიის გამოგზავნა.
გთხოვთ გაითვალისწინეთ: ყველა დოკუმენტი და ელექტრონული მასალა დაცული იქნება ფორუმის არქივში, შეფასების ჩატარების შემდეგ. არქივი დაცულია პორტუგალიის Museu de Portimão-ში.