სხვა

საგანგებო ევაკუაციის სახელმძღვანელო “მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ” უკვე 10 ენაზეა თარგმნილი! არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, ქართულ, იაპონურ, ნეპალურ, პორტუგალიურ და რუსულ ვერსიებს დაემატა ესპანური და თურქული.
სახელმძღვანელოს ქართულ თარგმანი იხილეთ აქ 👉 t.ly/QfmI

საქართველოს ლურჯი ფარი Blue Shield Georgia :
მრავალენოვანი პუბლიკაცია წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე და რეალურ სიტუაციებზე დაყრდნობით, გთავაზობთ პრაქტიკაში გამოცდილ, მარტივ გზამკვლევს საგანგებო ვითარების დროს მემკვიდრეობის კოლექციების გადასარჩენად. მრავალმხრივი დანიშნულების სახელმძღვანელო განკუთვნილია, როგორც მემკვიდრეობის პერსონალისთვის და საგანგებო მდგომარეობის მართვის პერსონალისათვის, ისე სამოქალაქო პირებისთვისაც. აქ შეხვდებით მითითებებს იმის შესახებ, თუ როდის და როგორი რეაგირება უნდა მოახდინოთ კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ევაკუაციისთვის. ილუსტრაციები და სქემები მკითხველს ეხმარება ინფორმაციის სწრაფად გააზრებაში. იგი სწრაფი და მარტივი გზამკვლევია კრიზისულ მომენტში კოლექციების სასწრაფო დოკუმენტაციის მოსახდენად, უსაფრთხო ტრანსპორტირბისა და დროებით შენახვისათვის.

აღნიშნული სახელმძღვანელო ICCROM – conserving culture, promoting diversity-ის 3 წლიანი ნაწყოფიერი თანამშრომლობის შედეგია შემდეგ ორანიზაციებთან: UNESCO, ICOM Georgia – საქართველო და Blueshield Georgia, ICOM Iran, ICOM Portugal, ICOM Italia, ICOM Turkey და ICORP Turkey.

#კულტურაარიცდის #culturecannotwait #საქართველოსლურჯიფარი