თეზისების მიღება

თეზისების მიღების ბოლო ვადა: 25 აპრილი, 2024 (პარიზის დროით, CET)

მნიშვნელოვანი თარიღები: 
25 აპრილი: თეზისების მიღების ბოლო ვადა
31 მაისი: საკონფერენციო გრანტებზე განაცხადის ბოლო ვადა
15 მაისი: თეზისების ავტორებისთვის განხილვის გადაწყვეტილების გაგზავნა
31 მაისი: ადრეული რეგისტრაციის გახსნა
30 ივნისი: საგრანტო აპლიკაციების დამტკიცება
15 ივლისი: ადრეული რეგისტრაციის ბოლო ვადა
15 ივლისი: შემდეგი რეგისტრაციის გახსნა
15 სექტემბერი: ფიზიკურად მონაწილეობის რეგისტრაციის დახურვა

25-29 სექტემბერი, 2024: DEMHIST-ის, ICOM MPR-ის, ICOM საქართველოსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია

  • 24 სექტემბერი, 2024 – დღე: სამუშაო ვიზიტები და ვორკშოპები. სარამო: არაოფიციალური შეხვედრა (არჩევითი)
  • 25-29 სექტემბერი, 2024 – გახსნის ცერემონია, საკონფერენციო სესიები, DEMHIST-ის გენერალური ასამბლეა, სამუშაო ვიზიტები მუზეუმებში
  • 29 სექტემბერი, 2024: კონფერენციის შემდგომი ტურები (არჩევითი)

პრეზენტაციის ფორმატები:

განაცხადები მიიღება შემდეგი ფორმატებისათვის: მოხსენებები და პრეზენტაციები, პოსტერები, ვორკშოპები და მრგვალი მაგიდები.
განაცხადები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

  • აღწერა (400 სიტყვა) – ინფორმაცია თემის შესახებ და პროგრამასთან მიმართებით წარმოდგენილ თემასთან თანხვედრის შესახებ.
  • თეზისი (150 სიტყვა), რომელიც ჩართული იქნება კონფერენციის პროგრამასა და ონლაინ-პუბლიკაციებში, პრეზენტაციის დამტკიცების შემთხვევაში.
  • მოკლე ბიოგრაფია (100 სიტყვა) თითოეული მომხსენებლის შესახებ

განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • კონფერენციის თემასთან რელევანტურობა
  • მითითებული ფორმატისა და დროის განაწილების მიზანშეწონილობა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • შესაძლებელია შეზღუდული რაოდენობის ცოცხალი ან ჩაწერილი ვიდეო-პრეზენტაციების უზრუნველყოფა იმ მომხსენებლებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ მოგზაურობა. თუმცა, აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, უპირატესობა მიენიჭება ფიზიკურ მონაწილეობას.
  • ყველა თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ენა არის ინგლისური, შესაძლებელია განვიხილოთ პრეზენტაციები სხვა ენებზეც, როგორიცაა მაგ. წინასწარ ჩაწერილი ვიდეოები ინგლისური სუბტიტრებით, თუ ეს მოთხოვნილი იქნება მომხსენებლების მიერ გამონაკლის შემთხვევებში.
  • კონფერენციის პროგრამისთვის შერჩეული კანდიდატები, სავარაუდოდ, სრულად დაესწრებიან კონფერენციას, იქნება ეს ვირტუალური თუ ფიზიკური მონაწილეობა, რაც უზრუნველყოფს აქტიურ მონაწილეობას. 
  • პროგრამის კომიტეტის გადაწყვეტილება საბოლოოა.

სააპლიკაციო პროცესი:

გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა:

DEMHIST-ის წევრებისთვის: DEMHIST CFP

MPR-ის წევრებისთვის: MPR CFP

ყველასთვის: Form 

სარეგისტრაციო ინფორმაცია: 

  • კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. განსხვავებული სარეგისტრაციო მოსაკრებელი ფიზიკური ან ვირტუალური დასწრებისათვის არ არის განსაზღვრული.
  • კონფერენციაში მონაწილეობის რეგისტრაცია გაიხსნება 2024 წლის 31 მაისს. გთხოვთ, თვალი ადევნოთ განცხადებებს ICOM საქართველოს, ICOM DEMHIST-ისა და ICOM MPR-ის ვებ-გვერდებსა და სოციალური მედიის არხებზე. 

Important notes:

  • კონფერენციაზე რეგისტრაცია მოეთხოვება ყველა მომხსენებელს; ფინანსური კომპენსაციის უზრუნველყოფას ან რეგისტრაციის გადასახადის მოხსნას, სამწუხაროდ, ვერ შევძლებთ. 
  • მომხსენებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, გააკეთონ განაცხადი სამოგზაურო გრანტების შეზღუდულ რაოდენობაზე: ორივე, DEMHIST და ICOM-MPR უზრუნველყოფს ICOM-ის ახალგაზრდა წევრებისთვის სამოგზაურო გრანტს; DEMHIST საკუთარ წევრებს სთავაზობს ჯეინ უოთსონის სტიპენდიას; ხოლო MPR-ს აქვს სამოგზაურო გრანტი თავისი წევრებისათვის (გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ პირი, რომელიც მიიღებს ICOM-ის ახალგაზრდა წევრთა სამოგზაურო გრანტს, ვერ შესძლებს ჯეინ უოთსონის სტიპენდიაზე ან MPR-ის სამოგზაურო გრანტზე განაცხადის შეტანას). აპლიკაციის შეტანის შესახებ ინფორმაცია გაიგზავნება მოხსენებების შერჩევის პროცესში. 
  • სასტუმროების შესახებ შეთავაზება და ზოგადი ინფორმაცია განახლდება კონფერენციის ვებ-გვერდზე.

საკონტაქტო ინფორმაცია: icomgeo@gmail.com