ICOM DEMHIST & ICOM MPR 2024

25-29 სექტემბერი, 2024

ICOM DEMHIST-ის, ICOM MPR-ის, ICOM საქართველოსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია “სახლ-მუზეუმები გზაჯვარედინზე: როგორ გავაძლიეროთ სოციალური ცვლილებები?”

ისტორიული სახლ-მუზეუმები მთელს მსოფლიოში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ადგილობრივი ისტორიებისა და მეხსიერების მცველებს წარმოადგენენ. თუმცა ჩვენი წარმოდგენით, ასეთი ინსტიტუციები განვითარდებიან და სწრაფად ცვალებად სამყაროში სასიცოცხლო როლს შეასრულებენ სოციალური ცვლილებების მიმართულებით.

როგორ შეუძლიათ სახლ-მუზეუმებს უპასუხონ საზოგადოებასთან კომუნიკაციის გამოწვევას? როგორ პარტნიორობასა და თანამშრომლობას ვახორციელებთ ტრანსფორმაციული პროგრესისთვის? რა შესაძლებლობებისა და საფრთხეების წინაშე ვდგავართ საერთო კავშირებისა და ინტერესების ჩამოყალიბებისას სოციალური ცვლილებების გაძლიერების მიზნით?

ინკლუზიური კონფერენცია მონაწილეობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, იწვევს სახლ-მუზეუმისა და სხვა ტიპის მუზეუმის, ასევე სხვა სფეროს წარმომადგენლებს.

კონფერენციაში მონაწილეობა შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმატის მეშვეობით: მოხსენება, პოსტერი, ვორკშოპი და სხვა. ICOM-ის ან DEMHIST-ის ან MPR-ის წევრობა კონფერენციაში მონაწილეობისთვის აუცილებელი არ არის, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ ICOM-ის წევრებს.

კონფერენციის თემატიკა

თეზისების მიღება

რეგისტრაცია

საკონფერენციო გრანტები

კონფერენციის პროგრამა

ვიზიტები სახლ-მუზეუმებში

პოსტ-კონფერენციის ტურები

სასარგებლო ინფორმაცია