კალენდარი

Date - Free time and date icons

ICOM-ის კომიტეტების ღონისძიებების კალენდარი – 2023

 

INTERCOM– სამუზეუმო მენეჯმენტის საერთაშორისო კომიტეტი
6-8 მაისი. INTERCOM-ის საერთაშორისო კონფერენცია “მომავლის მუზეუმი. მომავალი ლიდერის უნარებისა და აზროვნების ჩარჩოების ჩამოყალიბება”. დოჰა, კატარი.

UMAC– საუნივერსიტეტო მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
29-31 აგვისტო. UMAC-ის 23-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია “სიმართლის თქმა საუნივერსიტეტო მუზეუმებისა და კოლექციების მეშვეობით”. სიდნეი, ავსტრალია

CIMCIM– მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
30 აგვისტო – 1 სექტემბერი CIMCIM-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია “მუზეუმის ხელმისაწვდომობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის პერსპექტივები და გამოწვევები”, ამსტერდამი, ნიდერლანდები
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 1 მარტი, 2023
სამგზავრო გრანტი ხელმისაწვდომია.

ICOM-CC კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტი
18-22 სექტემბერი  ICOM-CC-ს მე-20-ე საერთაშორისო კონფერენცია “ვმუშაობთ მდგრადი წარსულისთვის”. ვალენსია, ესპანეთი.
რეგისტრაცია: icom-cc2023.org

CIDOC– დოკუმენტაციის საერთაშორისო კომიტეტი
24-28 სექტემბერი. CIDOC-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია “ცოდნის საზღვრები. მუზეუმები, დოკუმენტაცია და დაკავშირებული მონაცემები”, მეხიკო, მექსიკა
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 20 აპრილი, 2023

COSTUME– კოსტუმის მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
25-27 სექტემბერი COSTUME-ს გენერალური და ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, ედინბურგი, შოტლანდია
თეზისების მიღება გამოცხადდება მალე.

ICDAD– დეკორატიული ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
ოქტომბერი, ICDAD–ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, ლისაბონი, პორტუგალია
თეზისების მიღება გამოცხადდება მალე.

ICMS – სამუზეუმო უსაფრთხოების საერთაშორისო კომიტეტი
10-15 ოქტომბერი. ICMS-ის საერთაშორისო კონფერენცია
დეტალური ინფორმაცია გამოცხადდება მალე.

CAMOC– ქალაქის მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
16-19 ოქტომბერი. CAMOC-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია “ცვალებადი ქალაქები, ცვალებადი მუზეუმები”, ნიუ-იორკი, აშშ
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2023
სამგზავრო გრანტებზე განაცხადების ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2023

CIMUSET– მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი
17-21 ოქტომბერი ICOM-CIMUSET-ის 50-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია “მუზეუმების ხელმისაწვდომობის გაძლიერება: მომავლის მეცნიერება და ტექნოლოგია და საერთაშორისო თანამშრომლობა”. სეული, კორეა

COMCOL – კოლექციონირების საერთაშორისო კომიტეტი
24-27 ოქტომბერი COMCOL-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია “ცოცხალი კოლექციები, ცოცხალი თემები – კოლექციების დაცვის თანამედროვე პრაქტიკა”, ტაივანი
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 1 აპრილი, 2023

DEMHIST– ისტორიული სახლ-მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
25-30 ოქტომბერი – ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „დაკარგული ნივთების ხსოვნა“. ბელგრადი, სერბეთი
კონფერენციის თემატიკა მოიცავს ისტორიული სახლების რესტიტუციისა და მათ კოლექციებთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. თეზისების მიღება გამოცხადდება მალე.

ICEE– გამოფენების გაცვლის საერთაშორისო კომიტეტი
29 ოქტომბერი – 2 ნოემბერი ICEE-ს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. მედელინი, კოლუმბია.
თეზისების მიღება გამოცხადდება მალე.

ICMEMO– საჯარო დანაშაულების მსხვერპლთა მემორიალური მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
1-5 ნოემბერი – ICMEMO-ს საერთაშორისო კონფერენცია. ამსტერდამი, ნიდერლანდები
კონფერენციაზე განხილული იქნება მუზეუმების დამოკიდებულება ომისა და ძალადობის თემებისა და გამოცდილებისადმი.

MPR– მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო კომიტეტი
15-17 ნოემბერი. MPR-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია “მუზეუმის ლიდერობა კლიმატისთვის ქმედებებში”. ერნანდარიასი, პარაგვაი
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2023

CECA – საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული აქციების საერთაშორისო კომიტეტი
20-24 ნოემბერი. CECA-ს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია “მუზეუმები: განათლების მომავლის ფორმირება”, სინგაპური
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2023

 

ICOM-ის ასოცირებული ორგანიზაციების ღონისძიებები:

EXARC – არქეოლოგიური ღია ცის ქვეშ მუზეუმებისა და ექსპერიმენტული არქეოლოგიის საერთაშორისო ორგანიზაცია: 1-3 მაისი – არქეოლოგიური ექსპერიმენტის ინტეგრირება მულტიდისციპლინურ მეცნიერებაში და მისი პოპულარიზაცია

AIMA – სოფლის მეურნეობის მუზეუმების საერთაშორისო ასოციაცია: 23-25 ივნისი – მომავალი ახლაა! გადააზრება და რეგენერაცია 

IAMFA – სამუზეუმო ობიექტების ადმინისტრატორთა საერთაშორიშო ასოციაცია: 10-14 სექტემბერი – 33-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

AMMM – ხმელთაშუაზღვის საზღვაო მუზეუმების ასოციაციაა: 4-7 ოქტომბერი – ხმელთაშუა ზღვის საზღვაო მემკვიდრეობის 28-ე ფორუმი

CIMAM – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებისა და კოლექციების საერთაშორისო კომიტეტი: 9-11 ოქტომბერი – CIMAM-ის საერთაშორისო კონფერენცია

HANDS ON! – ბავშვთა მუზეუმების საერთაშორისო ასოციაცია: 25-27 ოქტომბერი – საერთაშორისო კონფერენცია სამეცნიერო განათლებასა და მუზეუმებში ბავშვების ჩართულობის თემებზე

CAM – თანამეგობრობის ქვეყნების მუზეუმების ასოციაცია: 3-8 მარტი, 2024 – ტრიენალე

ICMM – საზღვაო მუზეუმების საერთაშორისო კონგრესი: სექტემბერი, 2024 – ICMM კონგრესი 2024