გამოცემები
ჟურნალ ”სპექტრის” 2011 წლის I ნომერი
გამოვიდა ჟურნალ ”სპექტრის” 2011 წლის პირველი ნომერი, რომელშიც შესულია: ასმათ ოქროპირიძის სტატია ”ხახულის სამხრეთ სარკმლის მორთულობისათვის”, სამსონ ლეჟავა – ”ძველის საცხოვრისი სოფელ ჩირიკში”, ირმა დოლიძე – ”სანაწილე ჯვრების შესწავლისათვის”, ნესტან თათარაშვილი – ”გერმანელთა კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში”, ნანა ყიფიანის ინტერვიუ ჯანის კუნელისთან, ეკატერინე კიკნაძე – ”ედმონდ კალანდაძის ფერწერული პეიზაჟი”, მარიამ გაჩეჩილაძე – ”თბილისელ სომეხ მხატვართა გამოფენა – მეგობრობისა და სიყვარულის დღეები”, ინგა ქარაია – ”კულტურული ტურიზმის განვითარება 21-ე საუკუნის მუზეუმებში, ლუის სილვერმანი, მარკ ო’ნილი – ცვლილებები და სირთულეები 21-ე საუკუნის მუზეუმებში (ინგლისურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ლანა ქარაიამ), რეზიუმე ინგლისურ ენაზე. გამოცემა მომზადდა ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ. რედაქტორ-გამომცემლები: ინგა ქარაია, სამსონ ლეჟავა, ლაშა ქარაია. ზომა A-4, გვ. 72, ISSN 1512-2190, 2011
ბარი და გაილ ლორდები, “სამუზეუმო ექსპოზიციების სახელმძღვანელო”
სახელმძღვანელოში დეტალურად განხილულია სამუზეუმო და საგალერეო საგამოფენო პოლიტიკის ყველა ძირითადი პარამეტრი: საგამოფენო პოლიტიკის პრიორიტეტები; სამუზეუმო ობიექტების წარდგენის იდეოლოგია; ექსპოზიციის ტიპები (ვიზუალური, თემატური, ინტერაქტიული და სხვა); სტაციონარული და დროებითი ექსპოზიციების ორგანიზაციის პროცესი (გამოფენის კონცეფციის ფორმირება, ინტერპრეტაციის გეგმა, ექსპოზიციის დიზაინი – სქემატური და დეტალური პროექტირება, აგება და ინსტალირება, ეტიკეტების, განმარტებითი ტექსტების მომზადება, საინფორმაციო უზრუნველყოფა და სხვა) რაოდენობა, სიხშირე, სიდიდე და თემატიკა. გამოცემა დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ხელშეწყობით. რედაქტორები: მაკა ბურჭულაძე და ინგა ქარაია, ინგლისურიდან თარგმნა სალომე ცისკარიშვილმა, კომპიუტერული დიზაინი: ლაშა ქარაია, წიგნის ზომა: A-4, 480 გვ., ტირაჟი: 800. დაიბეჭდა გამომცემლობა ”სი-ჯი-ეს”-ის მიერ. 2009 წ.
რაინდთა დარბაზი (საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები)
რაინდთა დარბაზი (საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები), ბროშურა. გამოცემაში შესულია ინფორმაცია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცულ კავკასიური, რუსული, ევროპული, აფრიკული და აზიური წარმომავლობის სხვადასხვა პერიოდის საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშებზე. გამოცემა დაფინანსდა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელშეწყობით. პროექტისა და ტექსტის ავტორი: დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის თავმჯდომარე გიორგი კალანდია, რედაქტორი: ინგა ქარაია, დიზაინი: ლაშა ქარაია. ზომა: A-5, 16 გვ., ტირაჟი: 1000.
საქართველოს მუზეუმების გზამკვლევი
წიგნში შესულია: ტექსტუალური და ვიზუალური ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 223 მუზეუმზე (მუზეუმის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ადგილ-მდებარეობა, ტიპი, ინფორმაცია ექსპონატთა რაოდენობასა და მნიშვნელოვან კოლექციებზე, ფონდებსა და განყოფილებებზე, მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე – ფერადი ფოტომასალის გამოყენებითა და სხვა სახის მონაცემებით ქართულ-ინგლისურ ენებზე). ავტორები: ინგა ქარაია, მაკა ბურჭულაძე, ლაშა ქარაია, სალომე ცისკარიშვილი. წიგნი გამოსაცემად მომზადდა საქართველოს მუზეუმების ასოციაციისა და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ. წიგნის გამოცემა დაფინანსდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ. წიგნის ზომა: A-5, 200 გვ., 400-ზე მეტი ფერადი ფოტოილუსტრაცია. 2006 წ.
კრებული “მუზეუმების შესახებ”