წევრად მიღება
ICOM, რომელიც აერთიანებს 141 ქვეყნის 40,000-ზე მეტ წევრს, წარმოადგენს სამუზეუმო ინსტიტუციებისა და მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალურ პროფესიულ ქსელს.
ICOM-ის წევრობით, თქვენ გახდებით გლობალური სამუზეუმო საზოგადოების ნაწილი, ჩაერთვებით საერთაშორისო აქტივობებში და მოიპოვებთ წვდომას ICOM-ის რესურსებზე.
რატომ უნდა გახდეთ ICOM-ის წევრი?
ICOM -ის წევრობა მოგანიჭებთ რიგ უპირატესობებს თქვენი პროფესიული განვითარებისათვის და ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების განვითარებას.
წევრობის უპირატესობები:
- ICOM კონფერენციებში მონაწილეობა და წვდომა პარტნიორების ღონისძიებებში მონაწილეობასა და დასწრებაზე
- პუბლიკაციები, სახელმძღვანელოები და პროფესიული სტანდარტები
- ICOM- ის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში მონაწილეობა
- Საწევრო ბარათი
ICOM-ის წევრი შეიძლება გახდეს მუზეუმის ან სამუზეუმო ინსტიტუციის/სფეროს წარმომადგენელი, რომელიც იზიარებს ICOM-ის მისიას და ხედვას, რასაც საფუძვლად უდევს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვნების უნივერსალური აღიარება.
ICOM-ის წევრობისთვის აუცილებელია:
- მუშაობდეთ მუზეუმში ან სამუზეუმო სფეროსთან პირდაპირ დაკავშირებულ ინსტუტუციაში (მინიმუმ 2 წლის მუშაობის სტაჟი).
- იყოთ სამუზეუმო საქმის მოქმედი სპეციალისტი-ლექტორი, რომელიც ლექციებს კითხულობს მუზეუმმცოდნეობის და/ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამაზე (მინიმუმ 2 წლის მუშაობის სტაჟი).
- პატივს სცეთ და იხელმძღვანელოთ ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსით
ICOM-ის წევრი ვერ გახდება:
- პიროვნება ან დაწესებულება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია კულტურული ფასეულობების ყიდვა-გაყიდვასთან
- პიროვნება ან დაწესებულება, რომლის საქმიანობა ეწინააღმდეგება ICOM-ის მისიასა და აქტივობებს.
წევრობის კატეგორიები
ინდივიდუალური წევრები
- მუზეუმის თანამშრომელი
- სტუდენტი, რომელიც სწავლობს მუზეუმმცოდნეობის ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამაზე . სტუდენტური კატეგორიის წევრებს ICOM-ში ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.
ინსტიტუციური წევრები
- მუზეუმები
- ბუნებრივი, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ძეგლები ან ნაკრძალები, ისტორიული ძეგლები და ნაკრძალები (მუზეუმის პროფილისა და განმარტების შესაბამისად)
- ბოტანიკური ან ზოოლოგიური კოლექციები და ექსპოზიციები, აქვარიუმი ან ვივარიუმი (მუზეუმის პროფილისა და განმარტების შესაბამისად)
- სამეცნიერო ცენტრები და პლანეტარიუმები (მუზეუმის პროფილისა და განმარტების შესაბამისად)
- რესტავრაცია-კონსერვაციის ინსტიტუტები (მუზეუმის პროფილისა და განმარტების შესაბამისად)
- არაკომერციული ინსტიტუციები ან ორგანიზაციები, რომელთა კვლევითი საქმიანობა მოიცავს სამუზეუმო სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებს – კონსერვაცია, განათლება, ტრეინინგი, დოკუმენტაცია და სხვ. (მუზეუმის განმარტების შესაბამისად)
- კულტურის ცენტრები და სხვა ინსტიტუციები, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის მართვასა და განვითარებას (მუზეუმის პროფილისა და განმარტების შესაბამისად).
დამხმარე/შემომწირველი
ინდივიდუალური ან ინსტიტუციური წევრები, რომელთაც სურთ ICOM-ის წევრობა გამომდინარე მათი მაღალი ინტერესიდან მუზეუმებისა და სამუზეუმო სფეროსადმი, და მაღალი გადასახადით ხელს უწყობენ ICOM-ის აქტივობების განხორციელებას.