June 22, 2020
ალბერტო გარლანდინი ICOM-ის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს სიახლე
2020 წლის 19 ივნისს ICOM-ის 2016 წლიდან არჩეული პრეზიდენტი სუეი აქსოი თანამდებობიდან გადადგა. 21 ივნისს ICOM-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ახალ პრეზიდენტად არჩეული იქნა ალბერტო გარლანდინი (ICOM-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი). ახალი პრეზიდენტის არჩევის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ანონიმური არჩევნების წესით და ICOM-ის დებულების თანახმად.
🔗ალბერტო გარლანდინი 2005 წლიდან მუშაობდა ICOM-ში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის: ICOM იტალიის თავმჯდომარე და ICOM მილანის 2016 წლის გენერალური კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. იგი ასევე იყო ICOM-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მუზეუმის ახალი განმარტების განხილვის კომიტეტის (MDPP), სტრატეგიული განვითარების კომიტეტის (SAREC), რეგიონალური მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტის (ICOM ICR), მდგრადობის სამუშაო ჯგუფისა (SWG) და სტრატეგიული გეგმის განვითარების კომიტეტის წევრი (2013-2017).
📄 სუეი აქსოის გამოსამშვიდობებელი სიტყვა / farewell message from Suay Aksoy: https://icom.museum/…/farewell-note-from-president-suay-ak…/
📄 ალბერტო გარლანდინის პრეზიდენტად არჩევის შესახებ ინფორმაცია / Read more on the appointment of Alberto Garlandini as new ICOM President and his message to all members: https://icom.museum/…/alberto-garlandini-appointed-new-ico…/