Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

July 25, 2025

განაცხადების მიღება: სამოგზაურო გრანტი NEMO-ს ევროპის მუზეუმების 2025 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე კონკურსი, კონფერენცია

📅 გრანტზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 17 აგვისტო
📍 კონფერენციის თარიღები: 2025 წლის 26–28 ოქტომბერი
📌 ადგილმდებარეობა: ჰორსენსი, დანია

NEMO – ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი აცხადებს კონკურსს სამოგზაურო გრანტზე, რათა ხელი შეუწყოს სამხრეთ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის მუზეუმების პროფესიონალების მონაწილეობას ევროპის მუზეუმების 2025 წლის საერთაშორისო კონფერენციაში “ვის აინტერესებს? მუზეუმები, კეთილდღეობა და მდგრადობა”. 

🧳 რას მოიცავს გრანტი?

  • 5 სამოგზაურო გრანტი (ერთჯერადი თანხა – მაქსიმუმ 500 ევრო NEMO-ს საგრანტო სქემის მიხედვით)

  • კონფერენციაში მონაწილეობა გადასახადის გარეშე

  • შესანიშნავი შესაძლებლობა ევროპელ კოლეგებთან ქსელური კავშირებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

🌍 ვის შეუძლია გრანტზე განაცხადის შეტანა?
სამხრეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სამუზეუმო სფერპს პროფესიონალებს, რომელთაც:

  • აქვთ ინტერესი ან უკვე მუშაობენ მუზეუმების და კეთილდღეობის თემებზე.

  • აქვთ ძლიერი მოტივაცია ევროპული თანამშრომლობისა და საერთაშორისო ქსელების მიმართულებით. 

🎥 როგორ შევიტანოთ განაცხადი:
გააგზავნეთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები 2025 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: office@ne-mo.org

  1. რეზიუმე (CV)

  2. მოკლე ვიდეო (მაქს. 1.5 წუთი), რომელშიც წარადგენთ საკუთარ თავს და მოტივაციას, თუ:

    • რატომ გსურთ მონაწილეობა კონფერენციაში?

    • როგორ გაუზიარებთ კონფერენციაზე მიღებულ  გამოცდილებას სხვებს (მაგალითად: კოლეგებს, რეგიონულ ქსელებს, სიახლეების ბიულეტენში, საკუთარ ღონისძიებაზე და სხვ.)

📎 იხილეთ სრული ინფორმაცია მოწვევის ტექსტში
📎 გაიგეთ მეტი NEMO-ს 2025 წლის კონფერენციის შესახებ

https://www.ne-mo.org/news-events/article/call-for-applications-travel-grant-to-nemo-european-museum-conference-2025/ 

[instagram-feed]