October 18, 2024
განაცხადების მიღება | საერთაშორისო ვორქშოფი “მუზეუმში ყველაფერი გვიყვება ამბავს” კონკურსი
განაცხადების მიღება | საერთაშორისო ვორქშოფი “მუზეუმში ყველაფერი გვიყვება ამბავს”
3-4 დეკემბერი, 2024 | თბილისი, საქართველო
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამუზეუმო კომუნიკაციის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებით.
ვორქშოფის სესიებს უმასპინძლებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი. მონაწილეებისთვის ასევე ჩატარდება სპეციალური ტური ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს საერთაშორისო კონფერენციის “მუზეუმის კომუნიკაცია გზაჯვარედინზე: საზოგადოების გაძლიერება ცვლილებებისა და კრიზისის დროს” (4-7 დეკემბერი) ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებას.
ახალი პერსპექტივები:
ვორქშოფი, რომელსაც გაუძღვებიან ICOM MPR-ის მმართველი საბჭოს წევრები – ლუის მარსელო მენდესი და ნათია ხულუზაური, ინტენსიური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს მუზეუმის პროფესიონალებს გააცნოს კომუნიკაციისა და სტრატეგიული ბრენდის, როგორც მუზეუმის სტრუქტურული ელემენტების მენეჯმენტის როლი; გააძლიეროს იმის აღქმა, თუ როგორ შეუძლია მუზეუმის ვერბალურ და არავერბალურ ელემენტებს მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ვიზიტორების გამოცდილებაზე და როგორ გააძლიერონ მუზეუმის მისიისა და ფასეულობების განაცხადები.
სამუშაო ენა: ინგლისური
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 30-მდე. შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ:
- საერთაშორისო კონფერენციის “მუზეუმის კომუნიკაცია გზაჯვარედინზე: საზოგადოების გაძლიერება ცვლილებებისა და კრიზისის დროს” (4-7 დეკემბერი) მონაწილეებს.
- მუზეუმის პროფესიონალებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ICOM-ის წევრები.
- მათ, ვინც ფლობს ინგლისურ ენას საშუალო დონეზე.
პროექტი დაფინანსდა ICOM-ის სპეციალური გრანტების კონკურსში და მიზნად ისახავს ვორქშოფის “მუზეუმში ყველაფერი გვიყვება ამბავს” განხორციელებას იტალიასა და საქართველოში. ვორქშოფი უკვე წარმატებით ჩატარდა მიმდინარე წლის 12-13 სექტემბერს იტალიაში, გენუაში, სადაც მასპინძელი გახლდათ Galata Museo del Mare. 3-4 დეკემბერს კი ICOM MPR, ICOM საქართველო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულ ცენტრთან და თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან ერთად უმასპინძლებს ზემოაღნიშნულ ვორქშოფს თბილისში.