August 6, 2024
დეკლარაცია შეიარაღებული კონფლიქტებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის დროს არქივების, ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის შესახებ განცხადება
ჰააგის 1954 წლის კონვენციის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ, ICOM-მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ, ICA-არქივების საერთაშორისო საბჭომ, ICOMOS-ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ და IFLA-საბიბლიოთეკო ასოციაციებისა და ინსტიტუციების საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ღრმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ კონფლიქტი და პოლიტიკური არასტაბილურობა სულ უფრო და უფრო ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობას.
2024 წლის 30 მაისს არქივების საერთაშორისო საბჭომ (ICA), მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM), ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS) და საბიბლიოთეკო ასოციაციებისა და ინსტიტუციების საერთაშორისო ფედერაციამ (IFLA) გამოაქვეყნეს დეკლარაცია შეიარაღებული კონფლიქტისა და პოლიტიკური არასტაბილურობის დროს მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის შესახებ. დეკლარაცია ასევე ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც მემკვიდრეობის ადგილები ასრულებენ მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში და თემების დაკავშირებაში. კულტურა მნიშვნელოვანი ელემენტია მშვიდობის აღდგენისა და განმტკიცებისთვის.
დეკლარაციის ხელმომწერი ორგანიზაციები ხაზს უსვამენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ ყველა ადამიანის დაცვის პრიორიტეტს. ორგანიზაციები გმობენ კულტურის ძეგლების განადგურებას და ყველა მხარეს მოუწოდებენ, დაიცვან ბიბლიოთეკები, მუზეუმები, არქივები და მემკვიდრეობის ძეგლები, ხაზს უსვამენ მათ მნიშვნელოვან როლს ისტორიის შენარჩუნებაში, თემების გაძლიერებასა და აღდგენის ხელშეწყობაში. ისინი ხაზს უსვამენ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და კულტურის ინსტიტუციების მთავარ როლს მშვიდობისა და დემოკრატიის ხელშეწყობაში.
წაიკითხეთ სრული განცხადება.