September 5, 2024
ვებინარზე რეგისტრაცია: ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის რედაქტირება ანონსი, ვებინარი
გაცნობებთ, რომ ა/წ 16 სექტემბერს ICOM-ის ეთიკის კომიტეტი (ETHCOM) იწვევს ICOM-ის წევრებს ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის რედაქტირების საერთაშორისო ვებინარზე.
ვებინარზე კომიტეტის წევრები გაგაცნობთ კოდექსის რედაქტირების მომდევნო ფაზას, პროცესს და წარმოგიდგენთ განახლებული კოდექსის პირველ პროექტს. წევრებს შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ პროცესში და გააკეთონ კომენტარები რედაქტირებულ პრინციპებზე.
კოდექსის რედაქტირება ეფუძნება გამჭვირვალე, ინკლუზიურ პროცესს, რომელიც შეესაბამება მუზეუმის ახალ განმარტებას და საერთო ფასეულობებს. განახლებული კოდექსი ასახავს ხუთ ძირითად პრინციპს, რომელიც საკვანძოა მუზეუმებისთვის 21-ე საუკუნის ეთიკური გამოწვევების გადაწყვეტის პროცესში. თითოეულ პრინციპს თან ახლავს დეტალური აღწერილობა, რაც მკაფიო სახელმძღვანელოს სთავაზობს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოებას.
ვებინარი ჩატარდება 16 სექტემბერს, პარიზის დროით 14:00 საათზე (CEST), ხოლო საქართველოს დროით 16.00 საათზე.
ვებინარზე რეგისტრაცია: https://icom. formstack.com/forms/icom_code_ ethics_global_webinar_one_ september_16
წევრებს მოვუწოდებთ, მონაწილეობა მიიღონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ სამუზეუმო ეთიკის კოდექსის საბოლოო პროექტის შემუშავებაში. კოდექსის გადამუშავებული საბოლოო ვერსიის წარდგენა იგეგმება 2025 წლის ნოემბერში ICOM-ის გენერალურ კონფერენციაზე.