Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

August 8, 2024

თეზისების მიღება: ICOM ევროპის 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია კონფერენცია

ICOM ევროპის 2024 წლის კონფერენცია „მემკვიდრეობის მდგრადობა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ ზონებში“

28-29 ნოემბერი, 2024 / თბილისი, საქართველო

თეზისების მიღების ბოლო ვადა გახანგრძლივდა 2024 წლის 15 სექტემბრამდე.

2024 წლის 28-29 ნოემბერს გიწვევთ ICOM ევროპის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება კრიზისულ სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აქტუალურ საკითხებს. ეს კონფერენცია აღნიშნავს ჰააგის 1954 წლის კონვენციის 70-ე წლისთავს შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ და ხაზს უსვამს კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კრიტიკულ მნიშვნელობას.

კონფერენციის შესახებ:  ICOM ევროპის 2024 წლის კონფერენციას პროექტის ფარგლებში წინ უძღვის სპეციალური ტრენინგების სერია (25-27 ნოემბერი) კატასტროფების რისკების მართვის, საგანგებო სიტუაციების მზადყოფნისა და კრიზისული კომუნიკაციის შესახებ. ტრენინგები მიზნად ისახავს კონფლიქტის ზონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრაქტიკული უნარებისა და სტრატეგიების სწავლებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. დამატებითი ინფორმაცია ტრენინგების შესახებ 2024 წლის სექტემბერში გამოცხადდება.

ტრენინგების სერიის შემდეგ, საერთაშორისო კონფერენციაზე შეიკრიბებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები რისკის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული ფართო საკითხების განსახილველად. კონფერენცია მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს საუკეთესო პრაქტიკა, სხვადასხვა ორგანიზაციების როლები და სტრატეგიები კულტურული ფასეულობების განზრახ დაზიანების თავიდან აცილების მიზნით.

აქტუალობა და კონტექსტი:

კონფერენცია განსაკუთრებით აქტუალურია მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებული სერიოზული გამოწვევების გათვალისწინებით, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში.  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საომარმა კონფლიქტებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი კულტურული დაზიანება, რაც დღემდე გრძელდება და ხაზს უსვამს მემკვიდრეობის დაცვის მდგრადი მექანიზმების შექმნის გადაუდებელ აუცილებლობას. უკრაინასა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტებმა კიდევ უფრო გაამძაფრა კულტურული მემკვიდრეობის დაუცველობა კრიზისულ ზონებში და საერთაშორისო ყურადღება გაამახვილა ამ აქტუალურ საკითხებზე.

კულტურული მემკვიდრეობის განზრახ განადგურება, ფაქტობრივად, ომის ტაქტიკად იქცა და მიზნად ისახავს იდენტობებისა და კულტურული სიმბოლოების განადგურებას.  ICOM ევროპის 2024 წლის კონფერენცია შეეცდება, განიხილოს აღნიშნული კრიტიკული საკითხები მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო ერთეულების როლების გადაფასებითა და ხელახალი განსაზღვრით, საერთაშორისო კონვენციებთან შესაბამისობაში. მემკვიდრეობის განადგურების უახლესი შემთხვევებისა და სხვა გლობალური მოვლენების შესწავლით, კონფერენციის მიზანია, ხაზი გაუსვას 1954 წლის ჰააგის კონვენციის პრინციპების განხორციელების მნიშვნელობას.

კონფერენციის თემები:

  • მემკვიდრეობის დაცვის საუკეთესო პრაქტიკა: გადაუდებელი გადაწყვეტილებები, ინოვაციები და შემთხვევების შესწავლა კრიზისების დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.
  • გამოწვევები და სირთულეები: კონფლიქტურ ზონებში მემკვიდრეობის დაცვის სხვადასხვა საკითხების განხილვა, როგორიცაა სამართლებრივი შეზღუდვები და კოლექციების უსაფრთხოდ განთავსების გადაწყვეტილებები.
  • სუბიექტების როლი მემკვიდრეობის დაცვაში: სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შესწავლა.
  • კომუნიკაციის როლი: კომუნიკაციის დინამიური როლები, საზოგადოების ჩართვის გაძლიერება,  მარკეტინგი კრიზისებისა და კონფლიქტების ზონებში.

კონფერენციის მიზნები:

  • კრიზისულ სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სირთულეების საერთაშორისო აღქმის გაძლიერება.
  • საუკეთესო პრაქტიკისა და მემკვიდრეობის დაცვის ინოვაციური მიდგომების გაზიარება.
  • საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება და კავშირების გაძლიერება იმ პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან მემკვიდრეობის საკითხებში.
  • 1954 წლის ჰააგის კონვენციისა და მემკვიდრეობის დაცვის სხვა საერთაშორისო ჩარჩოების განხორციელების ადვოკატირება.

თეზისების სახელმძღვანელო:

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მუზეუმებისა და მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლებს, მკვლევარებსა და პოლიტიკის შემქმნელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

  • თეზისები: არაუმეტეს 300 სიტყვისა: სათაური, ავტორ(ებ)ი: სახელი-გვარი, აკადემიური/პროფესიული წოდება, აფილირება, ინსტიტუცია, ქვეყანა. საკონტაქტო ინფორმაცია
    კვლევის მიზანი და აქტუალობა.
    მეთოდოლოგია: გამოყენებული მიდგომა ან მეთოდები.
    ძირითადი დასკვნები ან შედეგები.
    დასკვნა: მოკლე რეზიუმე შედეგების ან მნიშვნელობის შესახებ.
    3-5 საკვანძო სიტყვა, რომელიც ასახავს ძირითად თემას. 
  • სრული ტექსტი:  4000-დან 6000 სიტყვამდე: სათაური, ავტორ(ებ)ის სახელები-გვარები, აკადემიური ან პროფესიული წოდებები, აფილაცია, ქვეყანა, საკონტაქტო ინფორმაცია. 
    ნაშრომის მოკლე რეზიუმე (300 სიტყვამდე) სათაურის გვერდზე.
    შესავალი: ძირითადი ინფორმაცია, კვლევის საკითხები და მიზნები.
    მეთოდოლოგია: კვლევის მეთოდების აღწერა, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი.
    შედეგები: წარმოადგინეთ დასკვნები, საჭიროების შემთხვევაში ცხრილების, ფიგურების ან სქემების გამოყენებით.
    დასკვნა: შეაჯამეთ ძირითადი დასკვნები. წარმოადგინეთ რეკომენდაციები ან სამომავლო კვლევის მიმართულებები.
    ბიბლიოგრაფიისთვის გამოიყენეთ სტანდარტიზებული ციტირების სტილი – APA.
    დანართები: დაურთეთ ნებისმიერი დამატებითი მასალა, რომელიც შეესაბამება ტექსტს.
  • გაგზავნეთ თეზისი და სრული ტექსტი შემდეგ ელ-ფოსტაზე: icomgeo@gmail.com

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 სექტემბერი
  • თეზისების მიღების შესახებ შეტყობინება: 2024 წლის 30 სექტემბერი
  • სრული ტექსტის წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 ნოემბერი

ორგანიზატორები და მხარდამჭერები:

კონფერენცია ტარდება ICOM-ის მხარდაჭერით. ICOM ევროპისა და ICOM საქართველოს ორგანიზატორობით, ICOM-ის საერთაშორისო კომიტეტებთან (ICOM DRMC, ICOM MPR), ICOM-ის ეროვნულ კომიტეტებსა (ICOM საფრანგეთი, ICOM ავსტრია, ICOM ბელგია, ICOM იტალია), ლურჯი ფარი საფრანგეთის, ლურჯი ფარი საქართველოს ,  Opificio delle Pietre Dure-სა და Istituto Centrale Per Il Restauro-სთან თანამშრომლობით.

 

[instagram-feed]