Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

August 21, 2020

თეზისების მიღება: ICOM ICR ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია “როგორ უმკლავდებიან კრიზისს რეგიონული მუზეუმები” კონფერენცია

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 9-12 ნოემბერს ICOM ICR-ის (ICOM-ის რეგიონული მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი) და ICOM საქართველოს თანამშრომლობით ჩატარდება ICOM ICR-ს საერთაშორისო კონფერენცია.

COVID-19-ის გლობალური ეპიდემიის გათვალისწინებით, ICOM-ICR-მა ICOM საქართველოსთან თანამშრომლობით გადაწყვიტა ICOM ICR 2020-ის საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა მიეძღვნა თემისთვის: „როგორ უმკლავდებიან რეგიონული მუზეუმები კრიზისს“. შესაბამისად, კონფერენციაც ციფრულ ფორმატში ZOOM-ის პლატფორმაზე ჩატარდება.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის თემატიკისა და მონაწილეობის შესახებ იხილეთ აქ.

👉 მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 7 სექტემბერი, 2020
თეზისები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: icomgeo@gmail.com და icr.icom.2020@gmail.com გთხოვთ, წერილის საფუძველში მიუთითოთ შემდეგი: “ICOM ICR 2020-abstract”.
თეზისების მიღების დადასტურების შეტყობინება: 15 სექტემბერი, 2020
მოხსენების სრული ტექსტის გაგზავნის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2020

👉კონფერენციაზე სინქრონული თარგმანი (ქართულ-ინგლისურ-ქართულ ენებზე) უზრუნველყოფილი იქნება.

გაცნობებთ, რომ კონფერენციის შემდეგ გამოქვეყნდება მოხსენებათა კრებულის ელექტრონული ვერსია, რომელიც განთავსდება საქართველოს მუზეუმების ვებ-გვერდზე: www.georgianmuseums.ge, ICOM ICR-სა და ICOM საქართველოს ვებ-გვერდებზე.

საორგანიზაციო კომიტეტი მოახდენს კონფერენციის მოხსენებების ჩაწერას ონლაინ-რეჟიმში, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება ფართო პუბლიკისთვის ICOM ICR-სა და ICOM საქართველოს ვებ-გვერდებზე, ასევე საქართველოს მუზეუმების ვებ-გვერდზე: www.georgianmuseums.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: icomgeo@gmail.com

[instagram-feed]