Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

June 13, 2020

კვლევითი პროექტის კითხვარები კვლევა

📣📣📣
ძვირფასო კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ ICOM საქართველო მანუს ბრინკმანის ფონდსა და თიბისი ბანკთან პარტნიორობით იწყებს კვლევას ორი მიმართულებით:

  • ყრუ და სმენადაქვეითებული აუდიტორიის სერვისები საქართველოს მუზეუმებში
  • სამუზეუმო მარკეტინგისა და ფანდრეიზინგის (დამატებითი სახსრების მოძიება) საკითხები საქართველოს მუზეუმებში

პროექტის საწყის ეტაპზე, შემუშავდა სპეციალური კითხვარები, რომელთა მეშვეობით მოხდება თეორიულ-ვიზუალური ინფორმაციის შეგროვება საქართველოს მუზეუმებში ამ ორი მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და პრაქტიკის შესახებ. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაბამისი მიმართულებების სპეციალისტებთან ერთად გაანალიზდება საქართველოს მუზეუმებში ამ მხრივ არსებული სიტუაცია პრობლემებისა და განვითარების პერსპექტივების გამოკვეთის მიზნით.
პროექტის ფარგლებში, ჩატარებული კვლევების საფუძველზე ორივე მიმართულებით გამოიცემა 2 ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) პუბლიკაცია.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ საქართველოს მუზეუმების შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით. თანამშრომლობისათვის აუცილებელია პირველ რიგში, კითხვარების შევსება. ქვემოთ გთავაზობთ ორივე მიმართულების კითხვარს (MSword-ის დოკუმენტი) და გთხოვთ, ამ დოკუმენტების შევსებით გაგვიზიაროთ თქვენი მუზეუმის გამოცდილება.
გთხოვთ, მოცემული ბმულიდან ჩამოტვირთოთ ორივე კითხვარი, შეავსოთ და შევსებული მასალა გამოგვიგზავნოთ ა/წ 24 ივნისამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: icomgeo@gmail.com (ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ამავე ელ-ფოსტაზე).  https://bit.ly/2YwER4P

თქვენი მონაწილეობა კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია 👥– ამ თანამშრომლობით თქვენ ხელს უწყობთ აღნიშნული მიმართულებების მხრივ გამოცდილების გაზიარებას და პერსპექტიულ განვითარებას.

წინასწარ უღრმეს მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის 🙌 🤝 

თანხმობის შემთხვევაში, თქვენი მონაწილეობა ორივე კვლევაში, აღნიშნული იქნება პროექტის პუბლიკაციებში, რომელიც საქართველოს ყველა მუზეუმს უფასოდ გადაეცემა.

[instagram-feed]