ICOM-ის პრემია მუზეუმებში მდგრადი განვითარების პრაქტიკისთვის
ICOM-ის პრემია წარმოადგენს პირველ გლობალურ ჯილდოს, რომელიც შეიქმნა მდგრადი განვითარების მიმართულებით ინოვაციური ინიციატივებისა და სამუზეუმო პრაქტიკის აღიარებისა და წარმოჩენის მიზნით. ამავდროულად, ეს არის პირველი ჯილდო, რომელიც ICOM-ის წევრებისთვის შეიქმნა.
ICOM-ის პრემია ხელს უწყობს ICOM-ის ჩართულობის გაძლიერებას მდგრადი განვითარების საკითხებში და ეფუძნება ICOM-ის კიოტოს რეზოლუციას (2019) “2030 წლის დღის წესრიგის მდგრადი განვითარებისა და რეალიზაციის შესახებ“, ჩვენი სამყაროს ტრანსფორმირებასა და ICOM-ის სტრატეგიულ გეგმას . პრემია წარმოადგენს განათლების შესაძლებლობას მუზეუმის პროფესიონალებისა და ICOM-ის ქსელისთვის.
ICOM, როგორც გლობალური ორგანიზაცია, მიზნად ისახავს, სამუზეუმო სექტორისთვის წარმოაჩინოს სხვადასხვა გზები მდგრადი განვითარების მიმართულებით და ხელი შეუწყოს მსოფლიოს მუზეუმებსა და მუზეუმის პროფესიონალებს, დაიწყონ ან გააძლიერონ თავიანთი ძალისხმევა მდგრადი განვითარებისთვის.
გარდა ამისა, ICOM მიზნად ისახავს, გახდეს კოლექტიური მოქმედების კატალიზატორი, წაახალისოს ICOM-ის ყველა კომიტეტი (ეროვნული და საერთაშორისო კომიტეტები, რეგიონული ალიანსები და ასოცირებული ორგანიზაციები), მდგრადი განვითარების პრაქტიკის ხელშეწყობით აქტიური როლი ითამაშონ სამუზეუმო საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ICOM იწყებს პიონერულ ინიციატივას, რომელიც აერთიანებს თავის ყველა კომიტეტს მდგრადი განვითარების საერთო პლატფორმაზე და მიზნად ისახავს,გამოიწვიოს გრძელვადიანი ცვლილებები სამუზეუმო სექტორში და ჩვენი საერთო მომავლისთვის.
ICOM-ის პრემიას მიიღებს განაცხადები, რომელიც შეფასდება საერთაშორისო ჟიურის მიერ 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების ხუთი განზომილების (კერძოდ, 5 Ps: ხალხი, პლანეტა, კეთილდღეობა, მშვიდობა და პარტნიორობა) საფუძველზე. ICOM-ის პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ICOM-ის 27-ე გენერალურ კონფერენციაზე 2025 წელს, დუბაიში.
ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?
ICOM-ის წევრ მუზეუმებს (2023 – 2024 წლები).
თუ მუზეუმი ჯერ არ არის ICOM-ის წევრი და მიეკუთვნება 1 და 2 კატეგორიების ქვეყნებს (იხ. ICOM-ის წევრობის კატეგორიების ცხრილი), მუზეუმს შეუძლია მიმართოს ეროვნულ კომიტეტს ინსტიტუციური წევრობისთვის. მას შემდეგ, რაც წევრობის განაცხადი დამტკიცდება შესაბამისი ეროვნული კომიტეტის მიერ, დოკუმენტი შეიძლება დაერთოს პრემიის განაცხადს საწევრო გადასახადის პირველი გადახდის დოკუმენტთან ერთად.
თუ მუზეუმი არ არის ICOM-ის ინსტიტუციური წევრი და თუ ეს მუზეუმი მე-3, 4 და 5 კატეგორიის ქვეყნიდანაა (საქართველო მე-3 კატეგორიის ქვეყანაა. იხ. ICOM წევრობის ცხრილი), ICOM-ის ინდივიდუალურ წევრს შეუძლია განაცხადის გაკეთება პრემიის კონკურსში. ამ შემთხვევაში, განაცხადი უნდა გაკეთდეს იმ მუზეუმის სახელით, რომელსაც ესა თუ ის ინდივიდუალური წევრი წარმოადგენს, ინსტიტუციის მხარდაჭერის წერილის თანხლებით.
ვის არ შეუძლია განაცხადის შეტანა:
ICOM-ის ინდივიდუალური წევრები 1 და 2 კატეგორიის ქვეყნებიდან.
ICOM-ის ინდივიდუალური წევრები მე-3, 4 და 5 კატეგორიის ქვეყნებიდან, თუ მას არ ახლავს შესაბამისი მუზეუმის მხარდაჭერის წერილი.
სააპლიკაციო პროცესი
განაცხადების მიღება დაიწყება 2024 წლის მარტიდან და გაგრძელდება სექტემბრამდე.
პროექტის განმცხადებლები (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „კანდიდატები“) წარადგენენ თავიანთ განაცხადებს ICOM-ის სამდივნოში* დამტკიცების წერილის თანხლებით (იხ. დამტკიცების პროცესი ქვემოთ) ICOM-ის კომიტეტებიდან (ეროვნული კომიტეტები, საერთაშორისო კომიტეტები, რეგიონული ალიანსები ან ასოცირებული ორგანიზაციები).
* ონლაინ განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ICOM-ის ვებ-გვერდზე განაცხადების მიღების გახსნის პერიოდიდან.
შერჩევისა და შეფასების პროცესი
- განაცხადები იგზავნება ICOM-ის სამდივნოში ICOM-ის კომიტეტების (ეროვნული და საერთაშორისო კომიტეტები, რეგიონული ალიანსები და ასოცირებული ორგანიზაციების) თანხმობის თანხლებით.
- ICOM-ის სამდივნო ახორციელებს კანდიდატების კვალიფიციურობის ვერიფიკაციას და გადასცემს ჟიურს ყველა შემოწმებული პროექტების სიას შეფასებისთვის.
- ჟიური აკეთებს პირველ შერჩევას – პროექტების სიიდან ე.წ. გრძელ სიას.
- შეფასების მომდევნო ეტაპის შემდეგ, ჟიური წარმოადგენს პროექტების მოკლე სიას.
- საბოლოოდ, ჟიური შეარჩევს სამ (3) კანდიდატს, პრემიის ფინალისტებს.
- გამარჯვებული გამოცხადდება ICOM-ის გენერალურ კონფერენციაზე 2025 წელს (დუბაი), პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე.
დამტკიცების პროცესი
ICOM-ის თითოეულ კომიტეტს (ეროვნული და საერთაშორისო კომიტეტები, რეგიონული ალიანსები, ასოცირებული ორგანიზაციები), რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ICOM-ის სამდივნოს მიერ ორგანიზებულ ონლაინ-განვითარების შეხვედრაში (იხ. ქვემოთ), შეუძლიათ შესაბამისი ქვეყნიდან განაცხადების დამტკიცება. დამტკიცებისთვის პოტენციურ კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ICOM-ის უფლებამოსილ კომიტეტებს. დამტკიცების პროცესის მართვისთვის, ICOM-ის თითოეულმა კომიტეტმა უნდა დანიშნოს საბჭოს წევრი, როგორც რეკომენდატორი დამტკიცების პროცესისთვის.
ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ
ICOM-ის პრემია მუზეუმებში მდგრადი განვითარების პრაქტიკისთვის მიზნად ისახავს, შექმნას სწავლის შესაძლებლობები, რომელიც ხელმისაწვდომია ICOM-ის ქსელისთვის. ICOM-ის კომიტეტებისთვის (ეროვნული და საერთაშორისო კომიტეტები, რეგიონული ალიანსები, ასოცირებული ორგანიზაციები), ასევე დაინტერესებული კანდიდატებისთვის მოეწყობა შესაძლებლობების განვითარების პროგრამა ICOM-ის პრემიის, 2023 წლის დღის წესრიგის, მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და მდგრადი განვითარების შესახებ. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს კარგად შემუშავებული განაცხადების შედგენას და გააძლიეროს ICOM-ის წევრები, როგორც მდგრადი განვითარების პროცესში მონაწილეები.
შესაძლებლობების განვითარების სესიების პირველი თარიღები:
ეროვნული და საერთაშორისო კომიტეტებისთვის, რეგიონული ალიანსებისა და ასოცირებული ორგანიზაციებისთვის (ICOM კომიტეტები):
2024 წლის 13 თებერვალი: 11:30 – 13:00 CET ან 14 თებერვალი: 16:00 – 17:30 CET
დაინტერესებული კანდიდატებისთვის:
2024 წლის 20 თებერვალი: 11:30 – 13:00 CET ან 21 თებერვალი: 16:00 – 17:30 CET
შესაძლებლობების განვითარების სესიები შემუშავებულია ICCROM-სა (კულტურული ფასეულობების დაცვისა და აღდგენის კვლევის საერთაშორისო ცენტრი) და Curating Tomorrow-ის პარტნიორობით.
ჟიური
ჟიური შედგება შვიდი (7) წევრისგან, რომელთაც ხელმძღვანელობას გაუწევს ICOM-ის მდგრადი განვითარების საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე.
ICOM გამოაცხადებს კონკურსს ჟიურის წევრობაზე 2024 წლის იანვრიდან:
- მუზეუმის ოთხი (4) ექსპერტი – ICOM წევრები
- მდგრადი განვითარების მიმართულებით ორი (2) ექსპერტი (ICOM წევრობა არ არის აუცილებელი).
პრემია
პრემიის გამარჯვებული მიიღებს სპეციალურად პრემიის პირველი გამოცემისთვის შექმნილ უნიკალურ ქანდაკებას. პრემიის გამარჯვებულს ასევე ექნება შესაძლებლობა, გაშუქდეს ICOM-ის სხვადასხვა მედიის საშუალებით (ICOM სოციალური მედია, ICOM პოდკასტი და/ან ICOM ვებ-გვერდი).
სამი (3) ფინალისტი მიწვეული იქნება ICOM-ის მიერ ICOM-ის 27-ე გენერალურ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება დუბაიში 2025 წელს. ისინი მიიღებენ პრემიის სერთიფიკატებს თავიანთი პროექტებისთვის.
პრემიის პუბლიკაცია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება გამარჯვებული, ფინალისტი და მოკლე სიის პროექტები, გამოქვეყნდება ICOM-ის გენერალური კონფერენციიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
—
დამატებითი დეტალები განაცხადის პროცესისა და პრემიის შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის დასაწყისში საპროექტო წინადადებების გამოცხადებისთვის. საკონტაქტო ინფორმაცია: mas@icom.museum
დამატებითი ინფორმაცია
გაეროს 2030 წლის დღის წესრიგი არის გლობალური განვითარების დღის წესრიგი, რომელზეც შეთანხმებულია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო. განვითარების საკითხები და პრიორიტეტები ფართოდ განსხვავდება მთელ მსოფლიოში – 2030 წლის დღის წესრიგი არის ჩარჩო, რომელიც მოიცავს განვითარების პრიორიტეტების სპექტრს.
მიზნები და ამოცანები საფუძვლად უდევს ქმედებებს კაცობრიობისა და პლანეტისთვის კრიტიკულ სფეროებში („5 Ps“):
- ხალხი: სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა ყველა ფორმითა და განზომილებით და უზრუნველყოფა იმისა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია გამოიყენოს თავისი პოტენციალი ღირსეულ, თანასწორუფლებიან და ჯანსაღ გარემოში.
- პლანეტა: პლანეტის დაცვა დეგრადაციისგან მდგრადი მოხმარებისა და წარმოების, მისი ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილებებზე გადაუდებელი მოქმედებების გზით, რათა მან უზრუნველყოს ახლანდელი და მომავალი თაობების საჭიროებები.
- კეთილდღეობა: უზრუნველყოფა იმისა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია ჰქონდეს კეთილდღეობა და სრულფასოვანი ცხოვრება. ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური პროგრესი უნდა განხორციელდეს ბუნებასთან ჰარმონიაში.
- მშვიდობა – ხელი შეეწყოს მშვიდობიან, სამართლიან და ინკლუზიურ საზოგადოებებს, რომელიც თავისუფალია შიშისა და ძალადობისგან. მდგრადი განვითარება არ შეიძლება მოხდეს მშვიდობის გარეშე და მშვიდობა მდგრადი განვითარების გარეშე.
- პარტნიორობა: 2030 წლის დღის წესრიგის განსახორციელებლად საჭირო თანხების მობილიზება განახლებული გლობალური პარტნიორობის მდგრადი განვითარების გზით, რომელიც დაფუძნებულია გლობალური სოლიდარობის განმტკიცების სულისკვეთებაზე, განსაკუთრებული აქცენტით ყველაზე ღარიბი და ყველაზე დაუცველი ფენების საჭიროებებზე და ყველა ქვეყნის, ყველა დაინტერესებული მხარისა და ყველა ადამიანის მონაწილეობით.
შეიტყვეთ მეტი ICOM-ის მდგრადი განვითარების ინიციატივების შესახებ:
- 2019 Resolution on Sustainability and the Implementation of the UN 2030 Agenda
- ICOM 2030 Sustainability Action Plan
- COP28: Global call for action
დამატებითი მასალა: