გამოცემები
განათლების სახელმძღვანელო
მეთოდები და ტექნიკები სამუზეუმო და მემკვიდრეობის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის
ავტორი: არია ვან ველდჰუიზენი
თბილისის მუზეუმების გზამკვლევი 2016
გზამკვლევში მოცემულია ინფორმაცია თბილისში მდებარე ყველა მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათ ადგილ-მდებარეობაზე (მისამართი, უახლოესი მეტროს სადგური, ავტობუსის გაჩერება), საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონები, ელ-ფოსტა, ვებ-გვერდი), ინფორმაცია სამუშაო დღეებსა და საათებზე, მუზეუმში დასვენების სივრცის (კაფე), წიგნებისა თუ სუვენირების შეძენის
შესაძლებლობებზე (მაღაზია). გამოცემის ბოლო გვერდები მოიცავს სასარგებლო ინფორმაციას ვიზიტიორებისათვის (თბილისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები, ქალაქის რუქა მასზე მუზეუმების ადგილ-მდებარეობის დატანით, თბილისის მეტროპოლიტენის რუქა). გზამკვლევი მომზადდა ICOM საქართველოს მიერ, გამოიცა თბილისის მერიის ხელშეწყობით.
სახელმძღვანელო მუზეუმის გიდებისთვის 2015
ავტორი: ინგა ქარაია
სახელმძღვანელო გამოიცა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.
საქართველოს მუზეუმების გზამკვლევი 2006
გზამკვლევში შესულია ტექსტუალური და ვიზუალური ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 223 მუზეუმზე (მუზეუმის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ადგილმდებარეობა, პროფილი, ინფორმაცია ექსპონატთა რაოდენობასა და მნიშვნელოვან კოლექციებზე, ფონდებსა და განყოფილებებზე, მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე – ფერადი ფოტომასალის გამოყენებითა და სხვა სახის მონაცემებით ქართულ-ინგლისურ ენებზე). ავტორები: ინგა ქარაია, მაკა ბურჭულაძე, ლაშა ქარაია, სალომე ცისკარიშვილი. წიგნი გამოსაცემად მომზადდა საქართველოს მუზეუმების ასოციაციისა და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ. წიგნის გამოცემა დაფინანსდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
კრებული მუზეუმების შესახებ 2006
საქართველოს კანონები “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ”, “კულტურულ ფასეულობათა გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ” და “მუზეუმების შესახებ”, “კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის”; კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა (სამუზეუმო რეფორმის პროგრამა), საქართველოს მუზეუმების პასპორტიზაცია, ექსპონატთა დროებით სარგებლობაში გადაცემის წესი და ხელშეკრულების ფორმა ექსპონატთა დროებითი სარგებლობის შესახებ (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ICOM-ის მისია, ICOM-ის “მუზეუმების ეთიკური კოდექსი”, ICOM-ის წესდება, ICOM-ის რეკომენდაციები მუზეუმების საერთაშორისო დღისათვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო საბჭოს რეკომენდაცია “კულტურული საკუთრების კერძო მენეჯმენტი”, ICOM-ის საერთაშორისო კომიტეტები და რეგიონალური ორგანიზაციები, საერთაშორისო სამუზეუმო ორგანიზაციებისა და მუზეუმების ვებ-გვერდების მისამართები, საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის კოდექსი, დიდი ბრიტანეთის მუზეუმების სტრუქტურა და დაფინანსება, სამუზეუმო საქმის ზოგიერთი ასპექტი აშშ-ში, საპროექტო განაცხადის ფორმა, საქართველოს ყველა მუზეუმის კოორდინატები. ავტორები: ინგა ქარაია, მაკა ბურჭულაძე, სალომე ცისკარიშვილი, ლაშა ქარაია, ამირან ანანიაშვილი. წიგნი გამოსაცემად მომზადდა საქართველოს მუზეუმების ასოციაციის, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ. წიგნის გამოცემა დაფინანსდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
ინსტრუქცია სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვა-დაცვის შესახებ (2006)
ინსტრუქცია განსაზღვრავს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვა-დაცვისა და რესტავრაციის წესებსა და ფორმებს.