მუზეუმის საერთაშორისო დღე

„მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის“

მუზეუმის საერთაშორისო დღე მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) 1977  წელს დააფუძნა საზოგადოების განვითარებაში  მუზეუმის  როლის გაცნობიერების  მიზნით. ყოველწლიურად მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა მუშავდება ICOM-ის ექსპერტთა ქსელის მიერ. 

2015 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის.

თემა:

თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მოწყვლადი ბუნების ინტერესებთან ცხოვრებისა და განვითარების ახალ შესაძლებლობათა შეხამების აუცილებლობა. საზოგადოების მდგრად განვითარებაზე გადასვლა ითხოვს აზროვნებისა და ქმედების ახალ მეთოდებს. მუზეუმები საკვანძო როლს ასრულებენ ამ პროცესში. სწორედ ისინი უწევენ პოპულარიზაციას მდგრად განვითარებას  და წარმოადგენენ ჭეშმარიტ ლაბორატორიებს საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენისათვის. ამ პროცესებთან დაკავშირებით თანამედროვე მუზეუმებმა მყარი პოზიცია უნდა შეიმუშაონ და ამგვარად აიძულონ საზოგადოება და ხელისუფლება, ისმინონ მათი ხმა.

თემა მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის  განსაზღვრავს მუზეუმების როლს მუზეუმის აუდიტორიის გათვითცნობიერებაში საზოგადოების მოთხოვნათა დაკმაყოფილების იმ მეთოდების შესახებ, რომლებიც გაცილებით ეკონომიურია და ნაკლები ზიანის მომტანია გარემომცველი სამყაროსთვის, უფრო მეტად ესადაგება საზოგადოების სულიერ მოთხოვნილებას და  ბუნებრივი რესურსების გამოყენებას ეპყრობა პატივისცემით.

მოუწოდებს რა მუზეუმებს, დაიკავონ მეწინავე პოზიცია საზოგადოების მდგრადი განვითარების ამ მოდელის რეალიზებაში, 2015 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა მიმართულია საზოგადოების მიერ ჩვენს პლანეტაზე  საკუთარ ქმედებათა შედეგების გაცნობიერებისა და ეკონომიკური თუ სოციალური მოდელების კორექტირების აუცილებლობისაკენ.

შესაძლებლობები:

ICOM გიწვევთ ჩაერთოთ მუზეუმის საერთაშორისო დღის მსოფლიო აქციაში თქვენი მუზეუმის რესურსების გამოყენებით.

გთავაზობთ:

მუზეუმის საერთაშორისო დღის (მსდ) პოსტერს (ქართულ ენაზე);

მსდ – ის ღონისძიებების მომზადების სახელმძღვანელოს; 

თქვენს მიერ გამოგზავნილი ღონისძიებების მსდ-ის საერთაშორისო კალენდარში რეგისტრაციას და ქსელში გავრცელებას, მსდ-ს ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებში განთავსებას.

დანართში იხილეთ 2015 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის პოსტერი, ღონისძიებების მომზადების სახელმძღვანელო და ღონისძიების რეგისტრაციის სააპლიკაციო ფორმა.

გთხოვთ, თქვენს მუზეუმებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია და ვიზუალური მასალა გამოაგზავნოთ 2015 წლის 14 მაისამდე შემდეგ მისამართზე: lana.karaia@gmail.com

აგრეთვე გთავაზობთ თქვენი მუზეუმის და მსდ-ის კვირეულში მნიშვნელოვანი ღონისძიებების სარეგისტრაციო პლატფორმას შემდეგ ბმულზე: http://imd.museu.ms/account/login 

სოციალურ ქსელებში ღონისძიების შესახებ ინფორმაციის განთავსებისას, გთხოვთ, მიუთითოთ ჰაშთეგი #MuseumDay 

 

2015 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის პოსტერი 

ღონისძიებების მომზადების მეგზური