Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

December 12, 2022

მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) მუზეუმის საერთაშორისო დღის 2023 წლის თემა გამოაცხადა – „მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა” მუზეუმის დღე, სიახლე

მუზეუმებს მთავარი წვლილი შეაქვთ ჩვენი საზოგადოებების კეთილდღეობასა და მდგრად განვითარებაში. მუზეუმებს, როგორც სანდო ინსტიტუციებსა და მნიშვნელოვან მაკავშირებელ რგოლებს ჩვენს საერთო სოციალურ სივრცეში, შეუძლიათ უზრუნველყონ კასკადური ეფექტი პოზიტიური ცვლილებების გასაძლიერებლად. უამრავი შესაძლებლობაა, თუ როგორ შეიძლება მუზეუმებმა ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და ეს შესაძლებლობები მოიცავს კლიმატზე ზემოქმედების მხარდაჭერას, ინკლუზიურობის ხელშეწყობას, სოციალური იზოლაციის დაძლევასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

როგორც ხაზგასმულია ICOM-ის რეზოლუციაში „2030 დღის წესრიგის მდგრადობისა და განხორციელების შესახებ – ჩვენი სამყაროს გარდაქმნა“ (კიოტო, 2019), ყველა მუზეუმმა უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი მდგრადი მომავლის ჩამოყალიბებასა და დანერგვაში. ამის მიღწევა შესაძლებელია საგანმანათლებლო პროგრამების, გამოფენების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კვლევის მეშვეობით.

2020 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმის საერთაშორისო დღის თემების შემუშავებისას, ითვალისწინებს და მხარს უჭერს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.
2023 წელს ძირითადი ყურადღება გამახვილდება შემდეგ სამ მიზანზე:

  • მიზანი 3: ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა: ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა და ყველა ასაკში ყველა ადამიანის კეთილდღეობის ხელის შეწყობა, განსაკუთრებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე და სოციალურ იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის.
  • მიზანი 13: კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო ქმედებები: გადაუდებელი ზომების მიღება კლიმატის ცვლილებასთან და მის ზემოქმედებასთან საბრძოლველად, გლობალურ ჩრდილოეთში ნახშირბადის დაბალი შემცველობის პრაქტიკის და გლობალურ სამხრეთში შერბილების სტრატეგიების მიღებით.
  • მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემები: ხმელეთის ეკოსისტემების მდგრად გამოყენების დაცვა, აღდგენა და ხელშეწყობა, აბორიგენი მოსახლეობის ლიდერების „ხმის გაძლიერება“ და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

მუზეუმები, როგორც ცოდნის სანდო წყაროები, ფასდაუდებელი რესურსია საზოგადოების ჩართულობისთვის. მუზეუმს შეუძლია დაეხმაროს გლობალურ საზოგადოებას, რათა ერთობლივად წარმოაჩინონ, ჩამოაყალიბონ და შექმნან მდგრადი მომავალი ყველასთვის.

34-ე გენერალურმა ასამბლეამ რეკომენდაცია გასცა, რომ ICOM-მა, მისმა კომიტეტებმა, პარტნიორებმა, ასოცირებულმა ორგანიზაციებმა და სამდივნომ:

  • გააცნობიეროს, რომ ყველა მუზეუმს აქვს თავისი როლი მდგრადი მომავლის ჩამოყალიბებაში და შექმნაში სხვადასხვა პროგრამების, პარტნიორობისა და ოპერაციების მეშვეობით;
  • მხარი დაუჭირონ ICOM-ის მდგრადობის სამუშაო ჯგუფის მოწოდებას მუზეუმებისთვის, რომ მათ რეაგირება მოახდინონ თავიანთი ღირებულებების, მისიებისა და სტრატეგიების გადახედვისა და განახლების გზით;
  • გაეცნონ და ხელი შეუწყონ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და ამოცანების გადაჭრაში, გამოიყენონ 2030 წლის დღის წესრიგი, როგორც ჩარჩო სახელმძღვანელო, რათა შექმნან მდგრადობა შიდა და გარე პრაქტიკაში და საგანმანათლებლო პროგრამებში;
  • გააძლიერონ საკუთარი თავი, ვიზიტორები და საზოგადოებები პოზიტიური წვლილის შესატანად 2030 დღის წესრიგის მიზნების მიღწევაში;
  • აღიარონ და შეამცირონ ადამიანის გარემოზე ზემოქმედება, მათ შორის ნახშირბადის გამოყოფა, და ხელი შეუწყონ მდგრადი მომავლის უზრუნველყოფას პლანეტის ყველა მაცხოვრებლისთვის: ადამიანებისთვის და სხვა არსებებისთვის.

მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000 – ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული. მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმები ყოველწლიურად გეგმავენ შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომელიც მუზეუმის საერთაშორისო დღის თემას უკავშირდება.

18 მაისს, მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრს, გაერთიანდნენ და გააცნობიერონ მუზეუმების სრული ტრანსფორმაციული პოტენციალი მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის საქმეში.

მუზეუმის საერთაშორისო დღის 2023 წლის პოსტერი – გადმოწერა 

პოსტერის სამუშაო ვერსია – გადმოწერა

პოსტერის გრაფიკული მახასიათებლები – გადმოწერა

[instagram-feed]