Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

July 5, 2023

მუზეუმის ახალი განმარტების ქართული თარგმანის პრეზენტაცია. განცხადება, სიახლე

2023 წლის 5 ივლისს ICOM საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ სემინარი მუზეუმის ახალი განმარტების შესახებ, სადაც განმარტების ქართული თარგმანი ოფიციალურად იქნა წარდგენილი და დამტკიცებული.

სემინარის მომხსენებლებმა, ICOM-ის განმარტების სამუშაო კომიტეტის თავმჯდომარეებმა ლორა ბონილა-მერჩავმა და ბრუნო ბრულონიმ  წარადგინეს მუზეუმის ახალი განმარტება, განიხილეს და გაანალიზეს ახალი განმარტება და მისი ცნებები, მუზეუმის როლის მნიშვნელოვანი ცვლილებები და ინკლუზიურობის, საზოგადოების თანამონაწილეობისა და მდგრადობის მნიშვნელობა. სემინარში მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და სხვა ქვეყნების სამუზეუმო და მემკვიდრეობის სფეროს 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა.

მუზეუმის ახალი განმარტების სემინარის ფარგლებში ოფიციალურად წარდგენილი და დამტკიცებული იქნა განმარტების ქართული თარგმანი.

შეგახსენებთ, რომ მუზეუმის ახალი განმარტება 2022 წლის 24 აგვისტოს, ICOM-ის 26-ე გენერალური კონფერენციის დროს პრაღაში, გენერალური ასამბლეის მიერ საბოლოოდ იქნა დამტკიცებული ხმების 92,4% -ით. ხმის მიცემის ეს მნიშვნელოვანი პროცესი იყო საბოლოო ეტაპი 18-თვიანი თანამონაწილეობის პროცესისა, რომელშიც ჩართული იყო მუზეუმის ასობით პროფესიონალი ICOM-ის 126 ეროვნული კომიტეტიდან.

მუზეუმის ახალი განმარტების ოფიციალური ქართული თარგმანი და სემინარის ჩანაწერი, პრაქტიკაში განხორციელების მიზნით გავრცელდება საქართველოს ყველა მუზეუმში და გაეგზავნება ქვეყნის სამუზეუმო და მემკვიდრეობის მიმართულების სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს.

[instagram-feed]