Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

February 25, 2025

სახლ-მუზეუმების საერთაშორისო დღე – 5-6 აპრილი, 2025 განცხადება

სახლ-მუზეუმების საერთაშორისო დღე თემით “ხსოვნა და პიროვნებები” პირველად 2025 წლის 5-6 აპრილს გაიმართება.

საერთაშორისო ინიციატივა იტალიის ეროვნული ასოციაციის „მემორიალური სახლები“ (Houses of Memory, Italy),  ICOM-DEMHIST-ისა და ICOM-ICLCM-ის (ლიტერატურული და კომპოზიტორთა მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი) თანამშრომლობით შეიქმნა და ეძღვნება ისტორიული სახლ-მუზეუმებისა და მემორიალური მუზეუმებისა დაცვასა და მათი როლის აღნიშვნას. ღონისძიება შექმნის გლობალურ პლატფორმას ისტორიული სახლ-მუზეუმების წარმოჩენისა და მათი მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით.

📌 მონაწილეობის ​იღება შეუძლია ყველა სახლ-მუზეუმ​ს და იმ მუზეუმებს, რომლებიც ერთ ან მეტ გამოჩენილ პიროვნებას ეძღვნება.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 მარტი. 

ქვემოთ მოცემულია რესურსები, ​ომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ საერთაშორისო დღ​ის ღონისძიებებზე ინფორმაციის გასავრცელებლად​ თქვენი სახლ-მუზეუმ​ების პოპულარიზაციისთვის.

🔗 ბმულზე ხელმისაწვდომია ვიზუალური მასალა ინგლისურ ენაზე (ჰორიზონტალური და ვერტიკალური ფორმატებით), ასევე მაგალითები და შაბლონები, ​ომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ღონისძიების გასაშუქებლად და თქვენი სამიზნე აუდიტორიის მოსაზიდად.

საერთაშორისო დღეებში მონაწილეობის მისაღებად, მუზეუმებს შეუძლიათ შექმნან განსაკუთრებული გამოცდილება ვიზიტორებისთვის.  მაგ.:

🔹 შეღავათიანი ბილეთები
🔹 კურატორის/გიდის ტური (უფასო)
🔹 ბროშურა ან სხვა საჩუქარი
🔹სხვადასხვა ღონისძიება (კონცერტი, წიგნის პრეზენტაცია ან სხვა კულტურული აქტივობა).

რეგისტრაცია და პრეს-რელიზი  

წარმატებებს გისურვებთ!

[instagram-feed]