Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

September 20, 2020

სამუზეუმო სექტორზე COVID-19-ის გავლენის შემდგომი კვლევა

COVID-19 პანდემია კვლავ სერიოზულ გავლენას ახდენს კულტურის ინსტიტუციებზე მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმების ერთი ნაწილი დიდი შეზღუდვებით გაიხსნა,  მეორე ნაწილი კვლავ კრიზისის შედეგებს ებრძვის დახურულ კარს მიღმა.

ICOM-ის პირველი ანგარიში, რომელიც მაისში გამოქვეყნდა, ასახავს მუზეუმებისა და მუზეუმების თანამშრომელთა მძიმე მდგომარეობას მთელ მსოფლიოში: კულტურის დაწესებულებების 95% იძულებული გახდა დახურულიყო, რათა პერსონალისა და ვიზიტორების კეთილდღეობა დაეცვა და სერიოზულ ეკონომიკურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ შედეგებს გამკლავებოდა.

ICOM იწყებს მეორე გლობალურ კვლევას დამატებითი ინფორმაციისა და მონაცემების შესაგროვებლად იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს და მოახდენს COVID-19-ის მიმდინარე აფეთქება კულტურის სექტორზე მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. კითხვარის უმეტესი ნაწილი ეხება წინა კვლევას, შეაფასებს კრიზისის მიმდინარეობას და მის აღქმას მუზეუმის პროფესიონალების მიერ. ზოგიერთი კითხვა ითვალისწინებს იმის კვლევას, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით კი მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მუზეუმების ეტაპობრივი გახსნის პროცესში.

ახალი და დამატებითი მონაცემები საშუალებას მოგვცემს, გავაანალიზოთ კრიზისის ტენდენციები სამუზეუმო სექტორისთვის და უკეთ გავიგოთ მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალთა საჭიროებები მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.

გმადლობთ თქვენი დროისა და თანამშრომლობისთვის!

კითხვარის შესავსებად 10 წუთზე ნაკლები დრო დაგჭირდებათ: https://docs.google.com/forms/d/e

კითხვარის შევსება შესაძლებელია 2020 წლის 5 ოქტომბრამდე!

[instagram-feed]