2020 – მუზეუმები თანასწორობისთვის: მრავალფეროვნება და ინკლუზია

No photo description available.

 

მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით, მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნება 1977 წლიდან, საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით. 2019 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში მონაწილეობდა 150 ქვეყნის 55 000 მუზეუმი.
მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) მუზეუმის საერთაშორისო დღისთვის ყოველწლიურად ირჩევს თემას, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
მიმდინარე წლის თემის („მუზეუმები თანასწორობისთვის: „მრავალფეროვნება და ინკლუზია“) ფარგლებში მუზეუმები უნდა იქცნენ ისეთ გამაერთიანებელ პლატფორმად, რომელიც ასახავს საზოგადოებისა და მუზეუმის თანამშრომლების თვალსაზრისთა მრავალფეროვნებას და იმავდროულად, შექმნის ქმედით ინსტრუმენტებს იმ მიკერძოების გამოვლენისა და დაძლევისათვის, რაც ნაჩვენებია მათ ექსპოზიციებში და მოცემულია ისტორიებში, რასაც ისინი ჰყვებიან.

მუზეუმების პოტენციალი წამყვან როლს ასრულებს ნებისმიერი წარმომავლობის, ცოდნისა და გამოცდილების მქონე ვიზიტორების სოციალურ ფასეულობათა განვითარებაში. მუზეუმებს, როგორც სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებათა აგენტებს და ნდობის მაღალი ინდექსის მქონე ინსტიტუციებს, არა აქვთ დრო, მოახდინონ საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირება თანამედროვე საზოგადოების პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ რეალობებში კონსტრუქციულად ჩართვით.

ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების გამოწვევები, ასევე, სულ უფრო და უფრო პოლარიზებული გარემოს რთული სოციალური პრობლემების გადაჭრა უნიკალური არაა მუზეუმებისა და სხვა კულტურული ინსტიტუციებისთვის, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუზეუმებისადმი საზოგადოების განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში.
სოციალურ ცვლილებებისადმი საზოგადოების მზარდი ინტერესის საფუძველზე მუზეუმების, როგორც სოციალური კეთილდღეობის პოტენციალმა გამოფენების, კონფერენციების, პერფორმანსების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა აქტივობების სახით, წინ წამოიწია. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ დაძლეული იქნეს ცნობიერი და ქვეცნობიერი ძალების დინამიკა, რამაც შესაძლებელია ხელი შეუწყოს მუზეუმებში დაძაბულობის, ასევე მუზეუმებსა და მათ ვიზიტორებს შორის კონფლიქტის წარმოქმნას.

ეს რთული მომენტები შეიძლება შეეხოს ბევრ საკითხს – ეთნიკურობის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, განათლების დონის, ფიზიკური შესაძლებლობების, პოლიტიკური კუთვნილებისა და რელიგიური მრწამსის ჩათვლით.

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) გადაწყვიტა მოახდინოს მუზეუმის საერთაშორისო დღის არსებული ფორმატის ადაპტირება და ფოკუსირება ციფრულ აქტივობებზე, რათა ხელი შეუწყოს მუზეუმის საერთაშორისო დღის ღირებულებებათა პოპულარიზაციას და დაიცვას საზოგადოებისა და მუზეუმების თანამშრომელთა უსაფრთხოება.
ამასთან, მუზეუმების თანამშრომლებს შეუძლიათ ამ დღისათვის დაგეგმილი აქტივობები და ასევე “მუზეუმების ღამის” აქცია განახორციელონ უშუალოდ მუზეუმებში 2020 წლის 14-16 ნოემბერს.

როგორ შეიძლება მუზეუმებმა ციფრულ აქტივობებში უზრუნველყონ მრავალფეროვნება და ინკლუზია ონლაინ-პოტენციალის გამოყენებით?
ICOM-მა უკვე მოამზადა იმ შესაძლო აქტივობათა ჩამონათვალი, რომელიც მუზეუმებს შეუძლიათ გამოიყენონ საზოგადოებასთან დისტანციური კომუნიკაციისა და მათთვის რესურსების მისაწოდებლად. თუმცა ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ დისტანციური პრაქტიკის “ინკლუზიურ” ნაწილზე.
1️⃣8️⃣2️⃣5️⃣მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმის მიერ ციფრულ ფორმატში განხორციელდა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება.
📜წარმოგიდგენთ პროგრამას: https://bit.ly/2zIz2si