Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

May 17, 2025

2025 – მუზეუმის საერთაშორისო დღე/კვირეულის პროგრამა საქართველოს მუზეუმებში მუზეუმის დღე

18 მაისი – მუზეუმის საერთაშორისო დღე “მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში”  #IMD2025
18 მაისს საქართველოს მუზეუმებში ღია კარის დღეა.

წარმოგიდგენთ 18-25 მაისის კვირეულის ფარგლებში საქართველოს მუზეუმებში დაგეგმილი სპეციალური ღონისძიებების პროგრამას (განახლებადი): 

თბილისი

🏛️ თბილისის მუზეუმების გაერთიანება
თარიღი: 18–25 მაისი 
კვირეულის პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს, ვორქშოფებს, თემატურ ტურებს, შემეცნებით აქტივობებსა და მუზეუმის ღამის აქციას.

  • ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმი
    12:00 – ვორქშოფი „წიგნის ახალი სიცოცხლე“
    15:00 – პროგრამა „ჯადოსნური ფარანი“: მუზეუმის ექსპონატების ცოცხალი ინტერპრეტაცია ბავშვებისთვის
    20:00–24:00 – ღამე მუზეუმში 
    – ინტერაქტიული ექსკურსიები
    ჩუღურეთის ურბანული ჩანახატების გამოფენა
    – სალონური შეხვედრა: „ფლირტის საღამო“
    – კლასიკური მუსიკის კონცერტი
    – ღია აქტივობები ეზოში (ვიდეო-პროექცია და სხვ.)

  • ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
    13:00 – საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული მუსიკის ისტორია“: ქართული კლასიკური და ხალხური მუსიკის ტრადიციებზე
    15:00 – ტური „გოლოვინი – ოპერიდან ოპერამდე“: თბილისის ისტორიული ადგილების შემოვლა

  • ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
    14:00 – პროგრამა „მუსეიონიდან მუზეუმამდე“: მუზეუმის ცნებების ევოლუცია
    16:00 – პროგრამა „History of Tbilisi City“: თბილისის ისტორიის პოპულარული მიმოხილვა

  • კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი
    12:00 – პროგრამა „აღმოსავლური ცივილიზაცია“: აზიური კულტურების გავლენა ქართულ ტრადიციებზე
    15:00 – პროგრამა „როგორ დავიცვათ დედამიწა“: ეკოლოგიური ცნობიერების გაღრმავება
    20 მაისი, 12:00 – პროგრამა „Jeans Generation“: ჯინსის სიმბოლიკა თავისუფლების იდეაში

  • გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი
    12:00 – ტური „გალაკტიონის აივნიდან“: პოეტის ცხოვრების ნაკვალევზე
    15:00 – პროგრამა „აღბეჭდილი წამი“: ფოტო/დოკუმენტური მასალების კითხვის ინტერპრეტაცია

  • ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი
    15:00 – პროგრამა „რიტუალიდან ბალეტამდე“: ქართული საცეკვაო ხელოვნების წარმოშობა და განვითარება
    17:00 – ვორქშოფი „საკარნავალო ნიღბები“: თეატრალურ კოსტუმირებაში მონაწილე ნიღბების შექმნა

🏛️ თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი
თარიღი: 21–23 მაისი
საგანმანათლებლო პროგრამა „თოჯინების ისტორია“ პროექტის „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ ფარგლებში – თოჯინების კულტურულ-ისტორიული როლის გაცნობა ბავშვებთან.

25 მაისი, 11:00 – სპეციალური ტური „ნობელიატები თბილისში“
გამოსვლა: ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის მიმდებარედ (ჩახრუხაძის ქ. 17)

***

🏛️ საქართველოს ეროვნული მუზეუმი

თარიღი: 18 მაისი, 2025 📍 ყველა მუზეუმში ვიზიტი უფასოა | სამუშაო საათები გახანგრძლივდება 20:00-მდე

🔹 სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

• გიდის ტური — 11:00, 13:00, 15:00, 17:00
• კურატორის ტური: „ქვის ხანა საქართველოში“ — 14:00 (თეონა შელია)
• კურატორის ტური: „ვერცხლმქანდაკებლობა IV-XIX სს.“ — 15:00 (ნ. დათუნაშვილი, ვ. მამიაშვილი, მ. ქაფიანიძე)
• საგანმანათლებლო პროგრამა ბავშვებისთვის (8–14): სამკაულის ისტორია — 16:00
• შემეცნებითი ვორქშოფი: კერამიკის რესტავრაცია — 15:00

🔹 შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

• ინტერაქციული პროგრამა: „ინოვაცია მუზეუმში“ — 13:00 (12–15 წლისთვის) | ავტორი: დალი გოგორიშვილი
• საგანმანათლებლო პროგრამა: „ნივთების ერთობლიობის არსი“ — 16:00 (11+ ასაკიდან)
• კურატორის ტური მიმდინარე გამოფენებზე — 17:00

🔹 დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

• საგანმანათლებლო პროგრამა: „ხელოვნების ელემენტები“ — 12:00 (7–9 წლის ბავშვებისთვის)
• შემეცნებითი პროგრამა: „ფიროსმანი — კადრი კადრში“ — 14:00
• კურატორის ტური გამოფენებზე — 16:00
• გამოფენის გახსნა: ალექსანდრე შერვაშიძე

🔹 იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი

• საგანმანათლებლო პროგრამა: „…და აღმოცენდა თბილისი“ — 13:00 და 16:00
📍 მისამართი: სიონის ქ. #8 (ისტორიული ქარვასლის შენობა)

🔹 სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

• 16–18 მაისი — ინტერაქტიული გაკვეთილები მოსე თოიძის შესახებ
• 18 მაისი — შეხვედრა მუზეუმის ისტორიასა და სიღნაღის კულტურულ ტრადიციებზე
• 16 მაისი — ხატვა მუზეუმის აივნიდან (პეიზაჟი)
• 18 მაისი — ფოლკლორული კონცერტი
• საგანმანათლებლო ტურები — 12:00, 14:00, 16:00

🔹 ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

• საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვებისთვის

🔹 ბოლნისის მუზეუმი

• სტუმრები: მოსწავლეები, პედაგოგები, პენსიონერები და „განთიადის“ ბენეფიციარები
• საგანმანათლებლო აქტივობა: „მეთუნეობა საქართველოში“ — თიხის ჭურჭლის გაცნობა და პრაქტიკული ვორქშოფი

🔹 დმანისის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

• ინტერაქტიური შეხვედრები ვიზიტორებთან

🔹 სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

• ტურები მთელი დღის განმავლობაში

***

🏛️ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
თარიღი: 18, 22, 24 მაისი, 2025

  • 18 მაისი – მუზეუმების საერთაშორისო დღე
    17:00–21:00 – გამოფენის გახსნა: „ნაქარგი ხებერი“
    დროებითი გამოფენა ხელოვან ირმა შარიქაძესთან თანამშრომლობით წარმოგვიდგენს აჭარელი ქალების კულტურულ მემკვიდრეობას. ექსპოზიციაში წარმოდგენილია:
    – აჭარული ნაქარგობის კოლექცია
    – თანამედროვე კერამიკული ობიექტები
    – 2019–2022 წლების ექსპედიციებიდან მიღებული ფოტოები
    – ვიდეოფილმი: „აჭარული მზითვის ფერი“
    – ინსტალაცია Irma De Flore-ის შესრულებით
    გამოფენა იკვლევს მითისა და თანამედროვეობის გადაკვეთას, ქალების მიერ ნაქარგი ისტორიებით.
    პერფორმანსი: 17:00 საათზე

    22 მაისი – ბიომრავალფეროვნების დღე
    17:00–21:00 – საჯარო სემინარები და ინტერაქტიული პროგრამა ბუნებისა და მდგრადობის თემებზე
    წარმდგენები:
    – სოფიო ინჯია (ენტომოლოგი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი)
    – კაო კაიამა (გარემოსდაცვითი განათლების ექსპერტი, იაპონია)

    პროგრამა:
    17:00–17:45„არის თუ არა ადამიანური ჩარევა ბუნებაში უარყოფითი?“ – კაო კაიამა (ინგლისურად)
    18:00–18:30„ბუნებრივი სელექცია – ფერები და ფორმები პეპლებში“ – სოფიო ინჯია (ქართულად)
    18:30–19:00 – მიკროსკოპული დაკვირვება პეპლების ნიმუშებზე
    წამყვანები: გვანცა ფოცხიშვილი, ვალერი პეტროვი
    19:00–19:30„რა არის ეკო-მეგობრული და მდგრადი?“ – კაო კაიამა
    19:30–20:00 – ხმოვანი კომპოზიციის პრეზენტაცია – ეკო ხმის კოლაჟი
    პლატფორმა „თან_ხმოვანის“ და ხელოვანი ნინო დავაძის მონაწილეობით

    24 მაისი – კვლევითი პრეზენტაციები
    15:00–18:00 – კვლევებისა და ციფრული პროექტების საჯარო წარდგენა

    პროგრამა:
    15:00–15:45 – შეხვედრა ანასტასია კალანდაძესთან, პროექტი „ავგავანი“: მუზეუმებთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარების ინოვაციური მეთოდები
    16:00–16:45 – ვირტუალური რუკის პრეზენტაცია: „თბილისის აბრეშუმის გზა“, შესრულებული Horizon Europe-ის ARACNE პროექტის ფარგლებში
    პროექტი აერთიანებს ისტორიულ და თანამედროვე აბრეშუმის მარშრუტებს, ტექნიკური მხარდაჭერით Sakartvelo 360-ისგან.

***

🏛️ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი
თარიღი: 18 მაისი, 2025. დრო: 18:00–21:00 სთ.

მწერალთა და მოღვაწეთა მემორიალური ნივთების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1931 წლიდან დღემდე დაცული პირადი რელიქვიები, ავეჯი, ტანსაცმელი, ფოტოები, ხელნაწერები და მხატვრული პორტრეტები ისეთი ისტორიული მოღვაწეების როგორიცაა, ალექსანდრე და ნინო ჭავჭავაძეები, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, ნიკო ფიროსმანი, ვლადიმერ მაიაკოვსკი და სხვ. ექსპოზიცია ასახავს ქართული ლიტერატურული ისტორიის ქრონიკას პირადი არქივების მეშვეობით.

🏛️ საქართველოს მწერალთა სახლი
თარიღი: 18 მაისი, 2025. დრო: 19:00–03:00 სთ.
ღონისძიება: „ღამე მუზეუმში“. დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი ღამით მასპინძლობს ვიზიტორებს. ღონისძიება მოიცავს მუდმივ და დროებით გამოფენებს, თემატურ სპექტაკლებსა და ღამის მუზეუმის აქციას.

პროგრამა:
19:00–03:00 – დავით სარაჯიშვილის მემორიალური და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმების ექსპოზიციების დათვალიერება (ტური ყოველ საათში)
19:00–03:00 – დროებითი გამოფენა: „ტიციან ტაბიძე – 130“
20:00–21:00„ჩვენ – ცისფერი ყანწები“ – თეატრალიზებული წარმოდგენა (ხელმძღვანელი: გიორგი კაშია)
21:00–22:00 – ნარატიული ტური: „რეპრესირებული ქალების ისტორიები“
22:00–23:00 – სპექტაკლი „ისტორიის გაკვეთილი“ – იუნკერთა ბრძოლა და მარო მაყაშვილის თავგანწირვა (რეჟისორი: ანდრია ვაჭრიძე).

🏛️ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმი
თარიღი: 18 მაისი, 2025

მუზეუმი გიწვევთ განახლებულ ექსპოზიციაზე, რომელიც ასახავს ებრაული თემის ისტორიას საქართველოში და ქართულ-ებრაულ კულტურულ ურთიერთობებს.

🏛️მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი
თარიღი: 18 მაისი, 2025. 11:00–21:00 სთ.

ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ მირზა ფათალი ახუნდოვის ცხოვრებას, შემოქმედებასა და ეპოქის უნიკალურ ექსპონატებს.


იმერეთი

🏛️ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
თარიღი: 18 მაისი, 2025. დრო: 10:00–19:00 სთ.

სპეციალური პროგრამა – 11:00 სთ: საგანმანათლებლო კონფერენცია „საქართველო – კულტურული ვაზისა და ღვინის ქვეყანა“
ღონისძიება ჩატარდება მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლისა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით. კონფერენციაში მონაწილეობენ იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიება ემსახურება მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატიკის გაღრმავებას მემკვიდრეობის, განათლებისა და ახალგაზრდული ჩართულობის კონტექსტში.

🏛️ ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
თარიღი: 18–20 მაისი, 2025. დრო: 10:00–17:00 სთ. / 13:30–17:00 სთ.

18 მაისი – ღონისძიება მუზეუმში
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, დიმიტრი ნაზარიშვილის ქ. №7
ღონისძიების დასახელება: „დედაო ენავ“

პროგრამა:
საგანმანათლებლო ციკლი „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“
• გაკვეთილი – „ვხატავთ მოზაიკას“: მოსწავლეები გაეცნობიან მოზაიკური მხატვრობის ტექნიკებს და ქართულ ანბანს კენჭებით დახატავენ
• მონაწილე სკოლა: სამტრედიის №3 საჯარო სკოლა
• დღის მეორე ნაწილში – ლიტერატურული საღამო ქართული ანბანისადმი მიძღვნილი თემატიკით

20 მაისი – გასვლითი პროგრამა სკოლაში
ადგილმდებარეობა: ქუთაისის №30 საჯარო სკოლა, მუსხელიშვილის ქ. №4
ღონისძიების დასახელება: „მუზეუმი დღეს“

ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალისა და სკოლის ერთობლივი ინიციატივა „თანამშრომლობა მუზეუმებთან“
• საგანმანათლებლო გაკვეთილები:
– ვხატავთ კერამიკას
– უძველესი ქართული საცხოვრებელი
– ვხატავთ მოზაიკას

დამატებით:
📍 გეგუთის სამეფო სასახლე – 2025 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში მნახველებისთვის შესვლა თავისუფალია.

🏛️ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
თარიღი: 18 მაისი, 2025. დრო: 13:00–15:00 სთ. 
პროგრამა:

13:00 – პროექტის პრეზენტაცია: „მუზეუმი ციფრულ დიალოგში — სიტყვიდან კოდამდე“. ინოვაციური ციფრული თანამშრომლობა ქ. სამტრედიის №11 საჯარო სკოლასთან.
პროექტის ფარგლებში მუზეუმის პერიმეტრზე განთავსდა QR კოდები, რომელთა მეშვეობით ხელმისაწვდომია ოთხენოვანი აუდიოგიდები (ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად და რუსულად).
ტექსტები მომზადებულია სკოლის უცხო ენების კათედრის მიერ, ხოლო აუდიოჩანაწერები – მოსწავლეთა და პედაგოგთა ერთობლივი შრომის შედეგად. პროექტის ავტორი: მასწავლებელი მაიკო საკვაძე

14:00 – მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე: „ნიკო ნიკოლაძე — მრავალხრივი მოღვაწეობა საქართველოსთვის“
წარმდგენი: სამტრედიის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები

15:00 – მუსიკალური საღამო. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სამტრედიის კულტურის ცენტრის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, სახელოვნებო სკოლებისა და დიდი ჯიხაიშის სკოლის მოსწავლეები

🏛️ პროფესორ ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
თარიღი: 18 მაისი, 2025
ღონისძიება: „საუკუნეთა კავშირი“

პროგრამა:
• თიხის ჭურჭლის გამოფენა-გაყიდვა – მოსწავლეთა სახლის ხელოვნების წრის ნამუშევრები
• თიხის საამქროს ტური – მონაწილეები: გამოფენის ავტორები | ხელმძღვანელი: კ. კაციტაძე
• ხალხური თამაშობების წარმოდგენა მუზეუმის ეთნოგრაფიულ ეზოში – II საჯარო სკოლის მოსწავლეები | ხელმძღვანელი: მადონა ჯინჭარაძე
• საგანმანათლებლო ტური: მუზეუმიდან თოდაძის ციხემდე – პროექტი „სხვიტორელი“, სხვიტორის სკოლის მხარეთმცოდნეობის კლუბი | ხელმძღვანელი: მალხაზი გელბახიანი
• გასვლითი ტური ქუთაისში – ვიზიტი ებრაულ სინაგოგაში მცირე ერების ისტორიის შესასწავლად | მონაწილე სკოლა: არგვეთი
• ახალი გამოფენა – ვიქტორ ნოზაძის სასკოლო მუზეუმში, სოფელ მოძვში. 
დამატებით:
საჩხერის მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი კოლექციები არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ისტორიის თემებზე. 
მუზეუმი გთავაზობთ თემატურ ტურებს, ხალხურ თამაშობებს, საგამოფენო პროგრამებსა და მცირე კონცერტებს.
ახალი გამოფენები დაგეგმილია როგორც ვიქტორ ნოზაძის სასკოლო მუზეუმში (მოძვი), ასევე პაოლო იაშვილის მემორიალურ მუზეუმში.

🏛️ სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლა
თარიღი: 21 მაისი, 2025. დრო: 14:00 სთ. 
ღონისძიება: „ჩვენი წარსულის კვალდაკვალ“

პროგრამა:
• სკოლის მუზეუმის გიდების მონაწილეობით დაგეგმილია საჯარო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ისტორიულ მეხსიერებაზე დაფუძნებული ნარატივების გააზრებასა და გაზიარებას. 
• დღემდე ასევე იმართება:
– გიდების გადამზადება
– ვებინარი კულტურული მემკვიდრეობის თემაზე
– პრეზენტაცია სკოლის მუზეუმის საქმიანობაზე
– ვიზიტორებთან ურთიერთობის ინტერაქტიური შეხვედრები

ღონისძიება აერთიანებს ადგილობრივ მუზეუმთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო ფორმატებს, ახალგაზრდა თაობის ჩართულობით.


აჭარა

🏛️ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
თარიღი: 18 მაისი, 2025. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი

სპექტაკლი „HELLADOS“. ინსცენირებული ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით, სპექტაკლის რეჟისორია პეტრე ჩარგეიშვილი. წარმოდგენა გამართება ძეგლის ტერიტორიაზე და აერთიანებს კულტურულ მემკვიდრეობას თანამედროვე თეატრალურ ინტერპრეტაციასთან.


🏛️ აჭარის მუზეუმი
თარიღი: 18 -23 მაისი, 2025

17:30 – ვიდეო – პრეზენტაცია: „ქართული სიდიადე მუზების სასახლეში“. ღონისძიება ჩატარდება ონლაინ – აჭარის მუზეუმის Facebook გვერდზე. ვიდეო ეძღვნება ქართული კულტურის მნიშვნელობას და მუზეუმების როლს.

ღამე მუზეუმში: აჭარის ხელოვნების მუზეუმი 18 მაისს მუშაობის დროის გახანგრძლივებით (ვიზიტორებს მასპინძლობს 23:00 საათამდე) ჩაერთვება საერთაშორისო ინიციატივაში და ღამითაც გახსნილი იქნება საზოგადოებისთვის.

19 მაისი. 13.00 სთ– ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი. ლიტერატურული პერფორმანსი “ილია და უორდროპები”.

20 მაისი. 14.00 სთ – რელიგიის მუზეუმი. გამოფენა-მასტერ-კლასი “ეროვნული სამოსი და მისი სასცენო გადაწყვეტა”.

21 მაისი. 16.00 სთ – აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. გამოფენა “კომუნიკაციის ტრანსფორმაცია”.

22 მაისი. 17.00 სთ – ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი. საჯარო ლექცია “სწრაფად ცვალებადი საზოგადოება და AI. მუზეუმის ახალი შესაძლებლობები”.

23 მაისი. 16.00 სთ – აჭარის ხელოვნების მუზეუმი. დასავლეთ საქართველოს რეგიონის მხატვართა ჯგუფური გამოფენა.


კახეთი

🏛️ თელავის ისტორიული მუზეუმი
თარიღი: 18 მაისი, 2025. დრო: 10:00–17:30 სთ.

სპეციალური პროგრამა – 12:00 საათი: სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამუზეუმო საქმიანობის ფორმები და მუზეუმის როლი კულტურული ტურიზმის განვითარებაში“. ღონისძიება გაიმართება თელავის ისტორიული მუზეუმისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით და მიზნად ისახავს თანამედროვე სამუზეუმო პრაქტიკების განხილვას ტურიზმის განვითარების კონტექსტში.

🏛️ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება
თარიღი: 18 მაისი, 2025
პროგრამა მოიცავს გამოფენებს, თემატურ ღონისძიებებსა და ღამის მუზეუმს.

მონაწილე მუზეუმები და აქტივობები:

იოსებ ნონეშვილის მუზეუმი. დრო: 13:00-დან
ღონისძიება: ელენე ქორეულაშვილისა და ლუკა მამულაშვილის ნამუშევრების ერთობლივი მხატვრული გამოფენა

ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი
ღონისძიება: დისკუსია თემაზე – „მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში“

წმ. გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი. დრო: 13:00-დან
ღონისძიება: თათია ირემაშვილის პერსონალური ნახატების გამოფენა

გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი. დრო: 12:00
ღონისძიება: გამოფენა-გაყიდვა – ელენე ამონაშვილის ნამუშევრები

გურჯაანის დიდების საბრძოლო მემორიალური მუზეუმი
ღონისძიება: ნინი იმედაშვილის მხატვრული გამოფენა

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი
ღონისძიება: ღამე მუზეუმში
დრო:
19:00 – მუსიკალური საღამო მამუკა ცისკარაშვილის შესრულებით
ვიზიტორთა მიღება გაგრძელდება 23:00-მდე


შიდა ქართლი

🏛️ გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
თარიღი: 18 მაისი, 2025. დრო: 10:00–22:00 სთ.

14:00 – ფოტოგამოფენის გახსნა: „მუზეუმის წარსულიდან“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მუზეუმის პირველი ექსპოზიციების ამსახველი დოკუმენტური ფოტოები.
• დღის განმავლობაში – ხალხური და ქალაქური მუსიკისა და პოეზიის საღამო.


🏛️ გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
თარიღები: 16–18 მაისი, 2025

16 მაისი – გამოფენა: „ქართული ნაციონალური სამოსი“ – კოლექციის პრეზენტაცია
18 მაისი – საგანმანათლებლო აქტივობები:
– მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტეგრაცია სამუზეუმო სივრცესთან: საუბრები არქეოლოგიის შესახებ
– მუზეუმების შესახებ საერთაშორისო ხედვების ამსახველი ვიდეო-მასალის ჩვენება


ქვემო ქართლი

🏛️ რუსთავის ისტორიული მუზეუმი
თარიღი: 18 მაისი, 2025
დრო: 11:00–17:00

16:00 – გამოფენა: „ჩვენი გუშინდელი დღე“ – ადგილობრივი მეხსიერების ამსახველი ფოტო- ვიდე0 და დოკუმენტური მასალები
16:50 – საგანმანათლებლო პროგრამის წარდგენა: „მიწათმოქმედება ძველ საქართველოში“ – ისტორიული და ეთნოგრაფიული ასპექტების გაცნობა ვიზუალური საშუალებებით


🏛️ გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
თარიღი: 18–20 მაისი, 2025. დრო: 12:00–17:00 სთ.

მუზეუმი დამთვალიერებლებს წარუდგენს მუდმივ ექსპოზიციასთან ერთად ახალგაზრდა მხატვრის – ნინო გურჩიანის ნამუშევრების გამოფენას. გამოფენა წარმოადგენს ადგილობრივ თანამედროვე ხელოვნებაში არტისტული განვითარების მაგალითს და ხელოვანის პირველ საჯარო პრეზენტაციას.


რაჭა

🏛️ ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
თარიღი: 18 მაისი, 2025

პროგრამა:
მუზეუმის ვიზიტორებს 18 მაისს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ არსებული ექსპოზიციები და ფონდები უფასოდ.

შენიშვნა:
რაჭის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის აშენდა ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა. ამჟამად მიმდინარეობს მუზეოგრაფიული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რის გამოც ძველ შენობაში არ იმართება დროებითი გამოფენები ან დამატებითი აქტივობები.

[instagram-feed]