Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

December 15, 2024

2025 – ICOM საქართველო აცხადებს ახალი წევრების მიღებას მუზეუმების საერთაშორისო საბჭოში – ICOM. განცხადება

ICOM საქართველო აცხადებს ახალი წევრების მიღებას

მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) – წარმოადგენს პროფესიულ საერთაშორისო ქსელს, რომელიც აერთიანებს 53,576 წევრს 129 ქვეყნიდან. ICOM-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

ICOM-ის წევრობის კრიტერიუმები და უპირატესობები

ვის შეუძლია წევრობა?
ICOM-ის წევრი შეიძლება გახდეს მუზეუმების ან სამუზეუმო სფეროს წარმომადგენელი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მისიასა და ხედვას და პატივს სცემს ICOM-ის სამუზეუმო პროფესიული ეთიკის კოდექსს.

წევრობის უპირატესობები: 

  • პროფესიული განვითარება:
    ICOM უზრუნველყოფს ტრენინგებს, სემინარებსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომელიც ხელს უწყობ წევრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას.
  • ICOM-ის კონფერენციებში მონაწილეობა:
    წევრებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ICOM-ის საერთაშორისო და რეგიონულ კონფერენციებში, რაც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, პროფესიული კავშირების დამყარებას და სფეროს ინოვაციებზე ხელმისაწვდომობას.
  • პარტნიორი ორგანიზაციების ღონისძიებებზე წვდომა:
    ICOM-ის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამართულ კონფერენციებზე, ტრენინგებსა და ფორუმებზე მონაწილეობის უპირატესობა, რაც აფართოვებს პროფესიულ ჰორიზონტებს.
  • პუბლიკაციები, სახელმძღვანელოები და პროფესიული სტანდარტები:
    ICOM-ის წევრები სარგებლობენ ორგანიზაციის მიერ მომზადებული პროფესიული რესურსებით, რომელიც მოიცავს სახელმძღვანელოებს, კვლევებსა და სტანდარტებს სამუზეუმო სფეროს განვითარებისთვის.
  • ICOM-ის კვალიფიკაციის ამაღლების პროფესიული პროგრამები:
    წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ სპეციალურ პროგრამებში, რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამუზეუმო საქმის მართვა, 21-ეს საუკუნის მუზეუმის გამოწვევები, მემკვიდრეობის დაცვა, კრიზისული სიტუაციების მართვა და სხვ.
  • წევრის ბარათი:
    ICOM-ის წევრობის ბარათი უზრუნველყოფს უფასო ვიზიტს ან ფასდაკლებებს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში, სამეცნიერო ცენტრებსა და შესაბამის სამუზეუმო დაწესებულებებში.

ICOM-ის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები

  1. მუზეუმში ან სამუზეუმო სფეროსთან დაკავშირებულ ინსტიტუციაში მუშაობის გამოცდილება:
    აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება მუზეუმში ან სამუზეუმო სფეროსთან უშუალოდ დაკავშირებულ ინსტიტუციაში.
  2. სამუზეუმო საქმის მოქმედი სპეციალისტი ან ლექტორი:
    უნდა იყოთ სამუზეუმო სფეროში მოქმედი სპეციალისტი ან ლექტორი, რომელიც კითხულობს ლექციებს მუზეუმმცოდნეობისა და/ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამებზე (მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით).
  3. ICOM-ის პროფესიული ეთიკის კოდექსის პატივისცემა:
    აპლიკანტი უნდა აღიარებდეს და იცავდეს ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსს, რომელიც განსაზღვრავს მუზეუმების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს.

ICOM-ის წევრი ვერ გახდება:

  • კულტურული ფასეულობების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული პირები ან დაწესებულებები.
  • ICOM-ის მისიასა და აქტივობებს საწინააღმდეგო საქმიანობით დაკავებული პირები ან დაწესებულებები.

წევრობის კატეგორიები:

1. ინდივიდუალური წევრები
მუზეუმების თანამშრომლები და სამუზეუმო ან კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მოქმედი სპეციალისტები და ლექტორები.

2. სტუდენტი წევრები
მუზეუმმცოდნეობის ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის/მართვის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტები.
შენიშვნა: სტუდენტური კატეგორიის წევრებს ICOM-ში ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.

3. ინსტიტუციური წევრები
შემდეგი ტიპის ორგანიზაციები მუზეუმის განმარტების შესაბამისად:

  • მუზეუმები
  • ბუნებრივი, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ძეგლები ან ნაკრძალები
  • ისტორიული ძეგლები და ნაკრძალები
  • ბოტანიკური ან ზოოლოგიური კოლექციების მქონე ინსტიტუციები, აქვარიუმები ან ვივარიუმები
  • სამეცნიერო ცენტრები და პლანეტარიუმები
  • რესტავრაცია-კონსერვაციის ინსტიტუტები
  • არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სამუზეუმო სფეროს კვლევას, კონსერვაციას, განათლებას, ტრეინინგს ან სამუზეუმო დოკუმენტაციას
  • კულტურის ცენტრები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის მართვასა და განვითარებას.

4. მხარდამჭერი წევრები
ინდივიდუალური ან ინსტიტუციური წევრები, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული ინტერესი მუზეუმებისა და სამუზეუმო სფეროს მიმართ. ისინი ხელს უწყობენ ICOM-ის აქტივობებს წევრობის მაღალი გადასახადის გადახდის გზით.

წევრობის სააპლიკაციო პროცესი:

ინდივიდუალური და სტუდენტური კატეგორიის წევრობისთვის:

  • სამოტივაციო წერილი
  • სამუშაო ადგილის ცნობა (ან უნივერსიტეტის ცნობა სტუდენტებისთვის)
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • ICOM-ის წევრის ან სტუდენტის შემთხვევაში, მისი ხელმძღვანელის რეკომენდაცია (რეკომენდაციაში უნდა დასაბუთდეს აპლიკანტის შესაბამისობა ICOM-ის წევრობის კრიტერიუმებთან და მისი სამომავლო წვლილი ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში.
    შენიშვნა: ერთი წევრს მხოლოდ ორი რეკომენდაციას გაცემა შეუძლია.).
  • შევსებული online სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე).

ინსტიტუციური წევრობისთვის:

  • ოფიციალური წერილი ააიპ იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტის სახელზე
  • ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი
  • მისიის, ამოცანებისა და ბოლო 2 წლის, მათ შორის მიმდინარე საქმიანობების აღწერის დოკუმენტი
  • შევსებული online სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე).

დოკუმენტაციის წარდგენის ვადა:
აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს icomgeo@gmail.com მისამართზე 2025 წლის 28 თებერვლამდე.

შენიშვნა: განაცხადის მიღება და განხილვა დაუდასტურდება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომელთაც სრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია ექნებათ წარდგენილი.

წევრობის საფასური (წლიური):

  • ინდივიდუალური წევრი: 90 ლარი
  • სტუდენტი წევრი: 50 ლარი
  • ინსტიტუციური წევრი:
    • კატეგორია 1 (ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი 30,000 ევრომდე): 640 ლარი
    • კატეგორია 2 (ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი 30,000–100,000 ევრო): 790 ლარი
  • მხარდამჭერი ინდივიდუალური წევრი: 740 ლარი

განაცხადების განხილვის ეტაპები:

ICOM საქართველოს საბჭო განაცხადებს განიხილავს ორ ეტაპად:

  1. 6 თებერვალს – განაცხადები, რომლებიც შემოვიდა 31 იანვრამდე
  2. 6 მარტს – განაცხადები, რომლებიც შემოვიდა 28 თებერვლამდე

განცხადების დამტკიცების ან უარყოფის შესახებ პასუხი გაიცემა განხილვის დასრულებიდან 6 სამუშაო დღის ვადაში.

დამატებითი კითხვებისთვის, დაგვიკავშირდით: icomgeo@gmail.com. 

[instagram-feed]