Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

July 25, 2022

ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსი: ახალი სტანდარტები დამატებითი სახსრების მოძიებისა და კოლექციების შევსების საკითხებში სიახლე, წევრებისთვის

ICOM-ის ეთიკის კომიტეტმა (ETHCOM) გამოსცა ორი ახალი სტანდარტი, რომელიც ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის შემავსებელი დოკუმენტია.  

კოლექციების შევსების სტანდარტები მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ

დოკუმენტში მოცემული მითითებები დეტალურად აღწერს ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსში ჩამოყალიბებულ პრინციპებს, რომელიც დაკავშირებულია სამუზეუმო კოლექციების შეძენასა და შევსებასთან, აღსანიშნავია, რომ: “მუზეუმებს აქვთ ვალდებულება წვლილი შეიტანონ ბუნებრივი, კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვაში და ამ მიზნით შეიძინონ, დაიცვან და პოპულარიზაცია გაუწიონ თავიანთ კოლექციებს. მათი კოლექციები წარმოადგენს კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მემკვიდრეობას, რომელსაც აქვს სპეციალური სამართლებრივი სტატუსი და დაცულია საერთაშორისო კანონმდებლობის მიერ. ამ საზოგადოებრივ ნდობაში დევს მართვის კონცეფცია, რომელიც მოიაზრებს კანონიერ საკუთრებას, წარმომავლობას, მუდმივობას, დოკუმენტირებას, ხელმისაწვდომობას და პასუხისმგებლობით განკარგვას.”

კოლექციების შევსების სტანდარტები

 

სახსრების მოძიების სტანდარტები მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ

მოცემული სტანდარტები დეტალურად აღწერს ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის პრინციპებს, რომელიც დაკავშირებულია მუზეუმის ფინანსური რესურსების განვითარებასთან დამატებითი სახსრების მოზიდვის გზით. ამ დოკუმენტში ფინანსური მხარდაჭერა გულისხმობს მუზეუმის მიერ გარე წყაროებიდან, მათ შორის კერძო პირებისგან, საქველმოქმედო ორგანიზაციების, ფონდების, ბიზნესისა და სამთავრობო უწყებებისგან მოზიდულ თანხებს. ყველა შემთხვევაში, მუზეუმმა უნდა დაიცვას დამატებითი სახსრების მოძიებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედი კანონი თავის საქმიანობაში და ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსი მოხსენიებული უნდა იყოს დამატებითი სახსრების მოზიდვის სტრატეგიის ქვაკუთხედად.

სახსრების მოზიდვის სტანდარტები

 

[instagram-feed]