Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

August 1, 2022

ICOM-ის გენერალური კონფერენცია პრაღაში. 2022 ანონსი, კონფერენცია

გენერალური კონფერენცია მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მთავარი ღონისძიებაა. 

ICOM-ის გენერალური კონფერენცია / პრაღა 2022 / მუზეუმების ძალა

ICOM-ის გენერალური კონფერენცია სამ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში იმართება. ტრადიციულად, გენერალურ კონფერენციებზე სამუზეუმოს სფეროს 3000-დან 5000-მდე წარმომადგენელი იკრიბება. კონფერენციის ფარგლებში ICOM-ის ყველა საერთაშორისო კომიტეტისა და რეგიონული ალიანსების სამუშაო შეხვედრები ეწყობა. კონფერენცია ასევე  მოიცავს ICOM-ის პრეზიდენტისა და მთავარი მმართველი ორგანოების არჩევნებს. გენერალური კონფერენცია სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, შეხვდნენ და დაამყარონ საქმიანი კავშირები მთელი მსოფლიოს სამუზეუმო საზოგადოებასთან.

ICOM-ის 26-ე გენერალური კონფერენცია თემაზე “მუზეუმების ძალა” 2022 წლის 20-დან 28 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში.

გენერალური კონფერენციის თემა განხილული იქნება სამი ძირითადი მიმართულებით:

  • მუზეუმები და საზოგადოება

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა მსჯელობა იმაზე, თუ რა როლი უნდა შეასრულონ კულტურის ინსტიტუციებმა საკუთარ ადგილობრივ თემებში. გენერალური კონფერენციის პლენარულ სხდომებზე მუზეუმი განხილული იქნება, როგორც სოციალური ცვლილებების საკვანძო ობიექტი.

  • მუზეუმების მდგრადი განვითარება

კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი კატასტროფები და გარემოსდაცვითი საკითხების ფართო სპექტრი მოითხოვს გლობალური ინსტიტუციების უფრო ეფექტურ ქმედებას. გარდა ამისა, COVID-19-ის პანდემიამ გამოკვეთა მუზეუმებისა და კულტურის სხვა ინსტიტუციების მიერ უფრო მდგრადი დაფინანსების მოდელების შემუშავების აუცილებლობა. პანელური დისკუსიის მონაწილეები შეეცდებიან იპოვონ პასუხი კითხვაზე, „შეიძლება თუ არა მუზეუმებმა თავიანთი საქმიანობით აქტიური მონაწილეობა მიიღონ თანამედროვე თემებისთვის მდგრადი განვითარების მოდელის შექმნაში“?

  • მუზეუმები და ლიდერობა

საერთაშორისო ინსტიტუტების ექსპერტები განიხილავენ იმ გამოწვევებს, რომლებსაც დღეს მუზეუმების ლიდერები აწყდებიან. ამ გამოწვევებს შორისაა: დიგიტალიზაცია, ახალი ფინანსური მოდელების დანერგვის აუცილებლობა, მუზეუმების უფრო აქტიური სოციალური მონაწილეობა და სხვ.

  • მუზეუმი და ახალი ტექნოლოგიები.

ახალი ტექნოლოგიები მუზეუმებისთვის არა მხოლოდ ფასეული ინსტრუმენტია ციფრული გამოფენების შესაქმნელად და აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის, არამედ ეფექტური რესურსია კოლექციების დაცვის, ორგანიზაციული ხარჯების შემცირების და კულტურის ინსტიტუციებში ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის. ციფრული შესაძლებლობების გამოყენება განსაკუთრებით  გაიზარდა მსოფლიოს მუზეუმების დიდი ნაწილის იძულებით დახურვის შედეგად. გენერალური კონფერენციის პლენარულ სხდომაზე ექსპერტები ისაუბრებენ  თანამედროვე მუზეუმების სხვადასხვა გამოწვევების გადაწყვეტის მიზნით ახალი ტექნოლოგიების პოტენციალზე.  

24 აგვისტოს ICOM-ის გენერალური ასამბლეა გაიმართება, სადაც ტერმინის „მუზეუმი“ახალი განმარტება იქნება წარმოდგენილი. ასამბლეის მონაწილეები, ეროვნული კომიტეტების, რეგიონული ალიანსების, ასოცირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას ახალი პრეზიდენტის და ICOM-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრაში. ICOM-ის წევრებს კანდიდატების პორტფოლიო შეუძლიათ ნახონ თავიანთი წევრობის პირად სივრცეში.

2022 წელს პირველად, ICOM-ის გენერალური კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.

“მუზეუმებს აქვთ ძალა, შეცვალონ ჩვენს ირგვლივ სამყარო!”

——————-

მოკლედ ICOM-ის გენერალური კონფერენციის შესახებ:

ICOM-ის გენერალური კონფერენცია წარმოადგენს მსოფლიოს უდიდესი ცენტრს, სადაც განიხილება სამუზეუმო სფეროში მიმდინარე ყველაზე აქტუალური საკითხები და ინოვაციური გადაწყვეტილებები.

1948 წლიდან ICOM-მუზეუმების საერთაშორისო საბჭო სამ წელიწადში ერთხელ ერთ ქვეყანაში იწვევს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოებას, სამუზეუმო სფეროში მიმდინარე კრიტიკული საკითხების განხილვის, კულტურული გაცვლების, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის, ადგილობრივ დონეზე ქმედებების წახალისების და მუზეუმების სოციალური როლის ამაღლების  მიზნით.

ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გენერალურ კონფერენციებზე მთელი მსოფლიოდან 3000-დან 6000-მდე  მონაწილე იკრიბება, ისინი ესწრებიან და მონაწილეობენ დებატებში, მრგვალი მაგიდის შეკრებებში, პანელურ დისკუსიებში, ქსელურ ღონისძიებებსა და კულტურულ აქტივობებში.

ICOM-ის გენერალური კონფერენციის ფარგლებში მთელი კვირის განმავლობაში ტარდება სამუზეუმო საერთაშორისო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი და დემონსტრირებულია სამუზეუმო სფეროს უახლესი პროექტები და პროდუქტები. 

ICOM-ის გენერალური კონფერენცია სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა:

  • მსოფლიოს ცნობილი ექსპერტების მოხსენებები საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების მულტიდისციპლინურ თემებზე;
  • გენერალური კონფერენციის თემაზე სამეცნიერო დისკუსიები ICOM-ის საერთაშორისო კომიტეტებს შორის;
  • ადმინისტრაციული სესიები გასული სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედებების შეჯამების, შეფასების და ახალი სამუშაო ვადის დაწყების მიზნით.

 

[instagram-feed]