Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

February 14, 2023

პროექტი “უკრაინის მემკვიდრეობის თემების მხარდაჭერა საქართველოში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება” სიახლე

ICOM საქართველო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ხელს შეუწყობს უკრაინის მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლების ინტეგრაციასა და დასაქმებას საქართველოში, ამავდროულად, განახორციელებს შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 

2022 წლის აგვისტოში, მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) საგანგებო გრანტების კონკურსი გამოაცხადა უკრაინის მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალების მხარდაჭერის მიზნით. 25 ნოემბერს. ICOM SAREC-ის მიერ განაცხადების განხილვის შედეგად, დაფინანსებისთვის შეირჩა 6 პროექტი, რომელთაა შორისაა ICOM საქართველოს პროექტი “უკრაინის მემკვიდრეობის თემების ინტეგრაცია და გაძლიერება საქართველოში დასაქმების შესაძლებლობებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის მეშვეობით”, რომელიც განხორციელდება ICOM უკრაინას, ლურჯი ფარი საქართველოს, HERI – გადაუდებელი რეაგირების ინიციატივა – რევოლუციის ეროვნული მუზეუმის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით.

პროექტი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, საქართველოში მცხოვრები სამუზეუმო და მემკვიდრეობის სექტორის წარმომადგენელი უკრაინელი კოლეგების პროფესიულ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ მხარდაჭერას; მეორე მხრივ – უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მუზეუმების დაზიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა აქტივობების (გამოფენა, ფორუმი, ტრეინინგი, პანელ-დისკუსია, პუბლიკაცია) მეშვეობით.

პროექტი 2023 წლის დეკემბერში დასრულდება.

[instagram-feed]