Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

June 28, 2023

სემინარი მუზეუმის ახალი განმარტების შესახებ ვებინარი, სიახლე

2023 წლის 5 ივლისს 18.00 საათზე, ICOM საქართველო გიწვევთ ონლაინ სემინარზე მუზეუმის ახალი განმარტების შესახებ. სემინარის მიზანია გააცნოს საზოგადოებას მუზეუმის ახალი განმარტება, განიხილოს და გაანალიზოს ახალი განმარტების ცვლილება, შესაბამისად კი – მუზეუმის როლის მნიშვნელოვანი ცვლილებები და ინკლუზიურობის, საზოგადოების თანამონაწილეობისა და მდგრადობის მნიშვნელობა.

სემინარის მომხსენებლები: ლორა ბონილა-მერჩავი და ბრუნო ბრულონი, ICOM-ის განმარტების სამუშაო კომიტეტის თავმჯდომარეები. მოდერატორი: ლანა ქარაია, ICOM საქართველოს თავმჯდომარე.

სემინარზე დასწრებისთვის, რეგისტრაცია სავალდებულოა: https://shorturl.at/cGKZ3

2022 წლის 24 აგვისტოს, ICOM-ის 26-ე გენერალური კონფერენციის დროს პრაღაში, გენერალურმა ასამბლეამ საბოლოოდ დაამტკიცა მუზეუმის ახალი განმარტება ხმების 92,4% -ით. ხმის მიცემის ეს მნიშვნელოვანი  პროცესი იყო  საბოლოო ეტაპი 18-თვიანი თანამონაწილეობის პროცესის შემდეგ, რომელშიც ჩართული იყო მუზეუმის ასობით პროფესიონალი ICOM-ის 126 ეროვნული კომიტეტიდან. მუზეუმის ახალი განმარტება შემდეგია:

“მუზეუმი არის არამომგებიანი, საზოგადოების სამსახურში მყოფი მუდმივმოქმედი ინსტიტუცია, რომელიც იკვლევს, აგროვებს, იცავს, ინტერპრეტირებას ახდენს და გამოფენს მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. მუზეუმი საზოგადოებისთვის ღია, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური დაწესებულებაა, რომელიც ხელს უწყობს კულტურულ მრავალფეროვნებასა და საზოგადოების მდგრად განვითარებას. მუზეუმი მუშაობს და კომუნიკაციას აწარმოებს ეთიკისა და პროფესიონალიზმის პრინციპების დაცვითა და საზოგადოების ჩართულობით, სთავაზობს თავის აუდიტორიას მრავალფეროვან გამოცდილებას განათლების, გართობის, გააზრებისა და ცოდნის გაზიარებისთვის.”

სემინარის ფარგლებში წარდგენილი იქნება მუზეუმის ახალი განმარტების ოფიციალური ქართული თარგმანი, რომელიც სემინარის შემდეგ პრაქტიკაში განხორციელების მიზნით გავრცელდება საქართველოს ყველა მუზეუმში და გაეგზავნება ქვეყნის სამუზეუმო და მემკვიდრეობის მიმართულების სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს.

[instagram-feed]