Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

July 14, 2023

სემინარის ვიდეო-ჩანაწერი მუზეუმის ახალი განმარტების შესახებ ვებინარი, სიახლე

ICOM საქართველოს მოხარულია, გაგიზიაროთ მუზეუმის ახალი განმარტების სემინარის ვიდეო-ჩანაწერი. ონლაინ სემინარი გაიმართა 2023 წლის 5 ივლისს, სპიკერების ლორა ბონილა-მერჩავისა და ბრუნო ბრულონის (ICOM-ის განმარტების სამუშაო კომიტეტის თავმჯდომარეები) მონაწილეობითა და ლანა ქარაიას (ICOM საქართველოს თავმჯდომარე) მოდერატორობით. სემინარი წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს სამუზეუმო სფეროს პროფესიონალებისა და მკვლევარებისთვის, ასევე მათთვის, ვინც დაინტერესებულია მუზეუმების მუდმივად განვითარებადი კონცეფციებისა და გლობალური მასშტაბის პრაქტიკის შესწავლით. სემინარი გვაწვდის ღირებულ ინფორმაციას, თანამედროვე სამუზეუმო სფეროს გამოწვევების აღქმისა და განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

სემინარზე დეტალურად განხილული და გაანალიზებული იქნა ახალი განმარტების შემუშავების ეტაპები, ახალი და ძველი ცნებები, მუზეუმის როლის მნიშვნელოვანი ცვლილებები და ინკლუზიურობის, საზოგადოების თანამონაწილეობისა და მდგრადობის მნიშვნელობა. სემინარზე ხაზგასმული იქნა სამუზეუმო სფეროს ლანდშაფტის ცვალებადობა და ასევე, მუზეუმების პასუხისმგებლობა სხვადასხვა საზოგადოებისა და ეკოლოგიური ცნობიერების წინაშე.

სემინარში მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და სხვა ქვეყნების სამუზეუმო და მემკვიდრეობის სფეროს 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა.

სემინარის დასასრულს, ოფიციალურად იქნა წარდგენილი მუზეუმის ახალი განმარტების ქართული თარგმანი, რომელიც სემინარის ჩანაწერთან ერთად, პრაქტიკაში განხორციელების მიზნით გავრცელდება საქართველოს ყველა მუზეუმში და გაეგზავნება ქვეყნის სამუზეუმო და მემკვიდრეობის მიმართულების სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს.

***

მუზეუმის ახალი განმარტება 2022 წლის 24 აგვისტოს, ICOM-ის 26-ე გენერალური კონფერენციის დროს პრაღაში, გენერალური ასამბლეის მიერ საბოლოოდ იქნა დამტკიცებული ხმების 92,4% -ით. ხმის მიცემის ეს მნიშვნელოვანი პროცესი იყო საბოლოო ეტაპი 18-თვიანი თანამონაწილეობის პროცესისა, რომელშიც ჩართული იყო მუზეუმის ასობით პროფესიონალი ICOM-ის 126 ეროვნული კომიტეტიდან.

[instagram-feed]