Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

September 21, 2023

თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობის აღიარება ევროპის მუზეუმების აკადემიის 2023 წლის კონკურსში კონკურსი, სიახლე

ვულოცავთ ICOM-ის ინსტიტუციურ წევრს – თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ევროპის მუზეუმების აკადემიის 2023 წლის კონკურსის ჟიურის მიერ სპეციალურ აღიარებას, რომლის თანახმად “თბილისის მუზეუმების გაერთიანება თავისი კოლექციებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და აქტივობებით შთააგონებს ვიზიტორებს, დაფიქრდნენ ისტორიულ და საზოგადოებრივ გამოწვევებზე, გამარჯვებული მუზეუმი ქმნის სამუზეუმო ქსელს ისტორიის და კოლექციების გამოყენებით და აკავშირებს საზოგადოებას თანამედროვეობასთან. თბილისის მუზეუმების გაერთიანება აჩვენებს შემოქმედებით მიდგომას ცოდნის განვითარების, ინტერპრეტაციისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ და წარმოდგენილ მუზეოგრაფიაში ითვალისწინებს რთულ გეოგრაფიულ და ისტორიულ კონტექსტს”.

2023 წლის 14-16 სექტემბერს ჩატარდა ევროპის მუზეუმების აკადემიის კონფერენცია და კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის ფარგლებშიც ჟიურის მიერ გამოვლინდა სამი პრემიის – ხელოვნების მუზეუმის პრემია – M.A.K – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი; DASA-ს პრემია – უნგრეთის ფულის მუზეუმი, ბუდაპეშტი; ლუიჯი მიკელეტის პრემია – დანიის ლტოლვილთა მუზეუმიდა ორი სპეციალური აღნიშვნის გამარჯვებული: თბილისის მუზეუმების გაერთიანება (საქართველო) და კიევის მეორე მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმი  (უკრაინა).

ევროპის მუზეუმების აკადემია (EMA) 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს სამუზეუმო სფეროს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებს, ევროპის მუზეუმების ლიდერებს, სამუზეუმო და საგამოფენო საქმის თეორეტიკოსებს, კურატორებს და სხვა. ყოველწლიურად, ევროპის მუზეუმების აკადემია კონკურსის შედეგად აჯილდოვებს მუზეუმებს, სამუზეუმო ინსტიტუციებსა და ინდივიდუალურ პირებს ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაციის, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით მოწინავე აქტივობებისთვის.

 

[instagram-feed]