Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

October 19, 2023

ICOM საქართველოს საბჭოს წევრი ანა შანშიაშვილი UNESCO-ს საერთაშორისო ექსპერტთა ფორუმზე ფოკუსი

2023 წლის 27-28 სექტემბერს ICOM საქართველოს საბჭოს წევრმა, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის დირექტორმა ანა შანშიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ექსპერტთა შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა UNESCO-ს შტაბ-ბინაში.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ეკონომიკური საქმიანობის ინოვაციური მიდგომების დადებითი ზემოქმედების შესწავლას საზოგადოებებში, ჯგუფებსა და ინდივიდებზე ცოცხალი მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი განვითარების, ამავდროულად, ყველა პოტენციური არასასურველი ეფექტის შემცირების მიზნით. ასეთი შეხვედრის გამართვის აუცილებლობა განპირობებულია ეკონომიკურ საქმიანობასა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შორის კავშირით, როგორც ხაზგასმულია მთავრობათაშორისი კომიტეტის 14.COM 10 გადაწყვეტილებაში. შეხვედრის საბოლოო მიზანია სახელმძღვანელო ნოტის მომზადება თემებისა და მონაწილე სახელმწიფოებისთვის. სახელმძღვანელო ნოტა ჩამოაყალიბებს დამცავ მიდგომას ცოცხალი მემკვიდრეობის ელემენტების დეკონტექსტუალიზაციისა და ზედმეტად კომერციალიზაციის რისკსისთვს და უზრუნველყოფს მათი ავთენტურობისა და მნიშვნელობის შენარჩუნებას კულტურულ ტრადიციებსა და პრაქტიკაში.

შეხვედრის II ნაწილი, რომელიც ონლაინ გაიმართება 2023 წლის 20 ოქტომბერს, ფოკუსირებული იქნება სახელმძღვანელოს პროექტის დასრულებაზე. შემდგომში, ეს დოკუმენტი წარედგინება მთავრობათაშორის კომიტეტს თავის მეთვრამეტე სესიაზე 2023 წლის 4-9 დეკემბერს, ბოცვანის რესპუბლიკაში.

ეს ინიციატივა წარმოადგენს სამდივნოს მიერ 2021 წლიდან განხორციელებული იმ ფართო აქტივობების ნაწილს, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა თემატურ სფეროებზე და მათი მიზანია მემკვიდრეობის კონსერვაციისა და მდგრადი განვითარების მიმართ ჰოლისტიკური მიდგომის ხელშეწყობა. 2003 წლის კონვენციის ფარგლებში კიდევ ორი ​​ძირითადი თემატური ინიციატივა მოიცავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას კლიმატის ცვლილებასა და ურბანულ გარემოში.

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ სპეციალურ ვებ-გვერდს.

[instagram-feed]