October 25, 2023
საგანმანათლებლო პროგრამა პროექტის “უკრაინის მემკვიდრეობის თემების მხარდაჭერა საქართველოში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში. პროექტი
პროექტის “უკრაინის მემკვიდრეობის თემების მხარდაჭერა საქართველოში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში განხორციელდა მორიგი აქტივობა – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში დასაქმებული უკრაინელი ბენეფიციარების მიერ მუზეუმის კოლექციების საფუძველზე შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამა უკრაინიდან დევნილი ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.
პროგრამის საპილოტე ვერსია Грузинcько-Українська Платформа / ქართულ უკრაინული პლატფორმა -სთან თანამშრომლობით პლატფორმის სივრცეში ჩატარდა.
პროგრამის შემდეგი ეტაპები ნოემბერსა და დეკემბერში ჩატარდება.
***
ICOM საქართველოს პროექტი “უკრაინის მემკვიდრეობის თემების მხარდაჭერა საქართველოში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება” დაფინანსებულია ICOM-ის საგანგებო გრანტების კონკურსის #SolidaritytoUkraine ფარგლებში და ხორციელდება ICOM უკრაინას, ლურჯი ფარი საქართველოს, HERI – გადაუდებელი რეაგირების ინიციატივა – რევოლუციის ეროვნული მუზეუმის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით.