October 20, 2023
ICOM საქართველოს თავმჯდომარე და მოადგილე ICOM ევროპის საერთაშორისო კონფერენციაზე “მუზეუმებისა და თემების დაკავშირება: კომუნიკაციისა და განათლების როლი” კონფერენცია, პროექტი
ICOM საქართველოს თავმჯდომარემ ლანა ქარაია და თავმჯდომარის მოადგილე ნინი სანადირაძე მოხსენებით წარსდგნენ ICOM ევროპის 2023 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე “მუზეუმებისა და თემების დაკავშირება: კომუნიკაციისა და განათლების როლი”. ეს საერთაშორისო წამოწყება ერთობლივი პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ICOM ევროპის რეგიონული ალიანსი ICOM პორტუგალიასთან, ICOM საქართველოს, ICOM ხორვატიასა და ლისაბონის ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით და ლუსოფონას უნივერსიტეტის, პორტუგალიის კულტურული მემკვიდრეობის გენერალური დირექტორატის, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს განათლების, მოქალაქეობისა და კულტურული მრავალფეროვნების კათედრის მხარდაჭერით.
ICOM ევროპის საერთაშორისო კონფერენცია 2023 წლის 2-3 ოქტომბერს გაიმართა ლისაბონში (პორტუგალია), ეტლების ეროვნულ მუზეუმში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ICOM-ის წევრებმა, პედაგოგებმა, მუზეუმის პროფესიონალებმა და კომუნიკაციის ექსპერტებმა, რომელთაც განიხილეს და გაანალიზეს თემების/საზოგადოებების, როგორც ცოდნის თანაშემქმნელების გაძლიერების საკითხები. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვნენ დისკუსიებში საკვანძო თემებზე, როგორიცაა კულტურული მეხსიერების შენარჩუნება, კომუნიკაციისა და განათლების გზით საზოგადოების ცნობიერების გაძლიერების სტრატეგიები, ექსპონატების მრავალფეროვანი მნიშვნელობა სხვადასხვა თემისთვის, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართვის გაძლიერება, საზოგადოების გამოწვევების მოგვარება კომუნიკაციისა და განათლების საშუალებით და ვირტუალური ვიზიტორების მუზეუმის აქტიურ ვიზიტორებად ტრანსფორმაცია.