Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

December 1, 2023

ევროპის მუზეუმების კონფერენცია ათენში, საბერძნეთი – პროგრამა და რეგისტრაცია კონფერენცია, წევრებისთვის

2023 წლის 12-13 დეკემბერს აკროპოლისის მუზეუმში (ათენი, საბერძნეთი) იმართება ევროპის მუზეუმების კონფერენცია “მუზეუმების ევროპა: ახალი განმარტებები, ახალი პერსპექტივები – იდენტობა, სანდოობა, მდგრადობა”.

ევროპის მუზეუმების კონფერენცია ტარდება ICOM-ის საბერძნეთის ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით და აერთიანებს ძირითად პარტნიორებს – ICOM ევროპას, ICOM საფრანგეთს, ICOM კვიპროსს – და ასოცირებულ პარტნიორებს: ICOM ბელგია, ICOM საქართველო, ICOM გერმანია, ICOM იტალია, ICOM მოლდოვა, ICOM რუმინეთი, და ICOM CECA (განათლების და კულტურის აქციების საერთაშორისო კომიტეტი).

კონფერენცია მიზნად ისახავს მუზეუმის ფუნდამენტური ფუნქციებისა და მნიშვნელოვანი როლის შესწავლას თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, მიმოიხილავს პოსტ-პანდემიის პერიოდს და გაანალიზებს იდენტობის, ნდობისა და მდგრადობის საკითხებს ევროპის მუზეუმებში. ICOM-ის 2023-2028 წლების სტრატეგიული გეგმის თანახმად, კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდის დისკუსიები ევროპის მუზეუმების მომავლის თემატიკაზე.

ევროპის მუზეუმების კონფერენცია დაასრულებს მთელი რიგი ღონისძიებების ციკლს, რომელიც 2023 წლის განმავლობაში ჩატარდა ICOM-ის საბერძნეთის ეროვნული კომიტეტის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

იხილეთ კონფერენციის პროგრამა – 12-13.12/2023

რეგისტრაცია ონლაინ-დასწრებისთვის – ბმული

ევროპის მუზეუმების კონფერენციის პროექტის მხარდამჭერები: ICOM SAREC, აკროპოლისის მუზეუმი, ICOM საფრანგეთი და ICOM გერმანია.

[instagram-feed]