Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

December 27, 2023

ICOM CECA-ს 2024 წლის საუკეთესო პრაქტიკის პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი

საუკეთესო პრაქტიკის პრემიის კონკურსი შეიქმნა მუზეუმების საგანმანათლებლო ან კულტურული პროექტების წარდგენის მიზნით. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს CECA – ICOM-ის სამუზეუმო განათლებისა და კულტურის აქციების საერთაშორისო კომიტეტი და მიზნად ისახავს საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას და კომიტეტის წევრების მონაწილეობის წახალისებას CECA-ს 2024 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 2024 წლის 14-18 ოქტომბერს ათენში (საბერძნეთი).

პრემია განკუთვნილია ექსკლუზიურად ICOM CECA-ს წევრებისთვის და წარმოადგენს დამატებით უპირატესობას კომიტეტის წევრობისთვის. CECA-ში წევრობის დასტურის მიზნით, პირადად ან ინსტიტუციის მეშვეობით (ICOM/CECA ინსტიტუციური წევრი), თითოეულმა კანდიდატმა განაცხადს უნდა დაურთოს:

  • ICOM წევრობის ბარათის ციფრული ასლი 2023 წლის სტიკერით
  • გადახდის ციფრული ქვითარი

მონაწილეობის მისაღებად წევრებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა განაცხადის პროცედურების შესაბამისად. ფორმა ივსება ელექტრონულად და უნდა გაიგზავნოს პრემიის კოორდინატორთან მარგარიტა ლარეინთან margaritalaraignee(at)gmail.com.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა: 2024 წლის 17 მაისი.
დაგვიანებული განაცხადები ან ის განაცხადები, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოაღწერილ კრიტერიუმებს, არ მიიღება.

საერთაშორისო ჟიური შედგება CECA-ს პრეზიდენტის მარი-კლარტი ო’ნილის, CECA-ს საბჭოს წევრისა და პრემიის წინა გამარჯვებულებისგან. ყველა პროექტი ექვემდებარება ორმაგ შეფასებას.

შეფასება დაეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს (100 ქულა):

  • პროგრამის დიზაინი და დაგეგმვა (მაქს. 60 ქულა)
    კერძოდ: მიზნები (მაქს. 10 ქულა), შესაბამისობის კრიტერიუმები (მაქს. 20 ქულა), რესურსები (მაქს. 5 ქულა), თანამშრომლობა (მაქს. 5 ქულა), მასალები (მაქს. 10 ქულა) და მედიაციის მეთოდები (მაქს. 10 ქულა).
  • პროგრამის განხორციელება (მაქსიმუმ 20 ქულა), კონკრეტულად: მომზადება (მაქს. 10 ქულა), განხორციელება (მაქს. 10 ქულა).
  • პროგრამის კვლევები, შეფასება და რემედიაცია (მაქს. 20 ქულა), მათ შორის, კერძოდ: თანმხლები კვლევები (მაქს. 5 ქულა), შედეგების შეფასების კვლევები (მაქს. 10 ქულა) და რემედიაციის პერსპექტივები (მაქს. 5 ქულა).

ყველა განაცხადი, რომელიც მიიღებს 100-დან მინიმუმ 70 ქულას, კლასიფიცირდება, როგორც ტექნიკურად მისაღები განაცხადი და შევა საუკეთესო პრაქტიკის ყოველწლიურ პუბლიკაციაში.

კონკურსის სააპლიკაციო ფორმა – გადმოწერა
განაცხადის შევსების სახელმძღვანელო – გადმოწერა 

  • კანდიდატების მიერ სააპლიკაციო ფორმის გაგზავნა – არაუგვიანეს 2024 წლის 17 მაისი
  • საერთაშორისო ჟიურის ონლაინ შეხვედრა და შეფასება – 2023 წლის 7-10 ივნისი
  • საერთაშორისო ჟიურის მიერ კონკურსის შედეგების გამოქვეყნება – 2023 წლის 11 ივნისი
  • შერჩეული წევრების მიერ სტატიების გაგზავნა პუბლიკაციისთვის – 2023 წლის 19 ივლისი

გამარჯვებულთა სია 2023 წლის 11 ივნისიდან გახდება ცნობილი. ფინანსური გრანტი პირველ სამ პროექტს გადაეცემა. პროექტის წარმდგენი პირი  მიიღებს ფულად დახმარებას და პრემიის სერტიფიკატს. ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებული და დასაბუთებული მიზეზების მიხედვით და დადასტურდეს ჟიურის წევრთა მიერ. შერჩეული წევრები პროექტის შესახებ სტატიებს 2024 წლის 19 ივლისს გააგზავნიან.

გრანტის ფარგლებში სამი გამარჯვებულისთვის ანაზღაურდება CECA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე რეგისტრაციის საფასური, ასევე მაქსიმუმ 400.00 ევრო საცხოვრებლისთვის, ინვოისის წარდგენის შემდეგ და დადგენილი თანხის ფარგლებში. გრანტის ფარგლებში მგზავრობის ხარჯები არ იფარება.

[instagram-feed]