Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

February 18, 2024

თეზისების მიღება: ICOM DEMHIST-ის, ICOM MPR-ის, ICOM საქართველოსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია კონფერენცია

გიწვევთ 2024 წლის 25 – 29 სექტემბერს ICOM DEMHIST-ის, ICOM MPR-ის, ICOM საქართველოსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციაზე “სახლ-მუზეუმები გზაჯვარედინზე: როგორ გავაძლიეროთ სოციალური ცვლილებები?”

გთხოვთ გაეცანით დეტალურ ინფორმაციას თეზისების მიღების შესახებ – თეზისების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 25 აპრილი. 

კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატის მეშვეობით: მოხსენება, პოსტერი, ვორკშოპი, მრგვალი მაგიდა და სხვა.
ICOM-ის ან DEMHIST-ის ან MPR-ის წევრობა კონფერენციაში მონაწილეობისთვის აუცილებელი არ არის, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ ICOM-ის წევრებს.

კონფერენციის თემატიკა ფოკუსირებულია ისტორიული სახლ-მუზეუმების როლზე სოციალური ცვლილებების კონტექსტში: 
ისტორიული სახლ-მუზეუმები მთელს მსოფლიოში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ადგილობრივი ისტორიებისა და მეხსიერების მცველებს წარმოადგენენ. თუმცა ჩვენი წარმოდგენით, ასეთი ინსტიტუციები განვითარდებიან და სწრაფად ცვალებად სამყაროში სასიცოცხლო როლს შეასრულებენ სოციალური ცვლილებების მიმართულებით.
როგორ შეუძლიათ სახლ-მუზეუმებს უპასუხონ საზოგადოებასთან კომუნიკაციის გამოწვევას? როგორ პარტნიორობასა და თანამშრომლობას ვახორციელებთ ტრანსფორმაციული პროგრესისთვის? რა შესაძლებლობებისა და საფრთხეების წინაშე ვდგავართ საერთო კავშირებისა და ინტერესების ჩამოყალიბებისას სოციალური ცვლილებების გაძლიერების მიზნით?

დეტალურად – კონფერენციის თემატიკა


კონფერენციის ორგანიზატორები: 
DEMHIST – ICOM-ის სახლ-მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი
MPR – ICOM-ის სამუზეუმო მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო კომიტეტი 
ICOM საქართველოს ეროვნული კომიტეტი
თბილისის მუზეუმების გაერთიანება

[instagram-feed]