ICOM Europe 2024 წლის სასწავლო კურსი თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის მდგრადობა: მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ ზონებში“
თარიღი: 25-26-27 ნოემბერი 2024 (თბილისი)
სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტების ცოდნის გაუმჯობესებას კრიზისების მართვის, საგანგებო სიტუაციებში მზადყოფნისა და კრიზისულ ვითარებაში ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით.
კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრაქტიკულ სტრატეგიებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კრიზისულ სიტუაციებში რეაგირებაზე, საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და კრიზისის დროს კომუნიკაციაზე.
მთავარი თემები:
- კატასტროფების რისკების მართვა და მზადყოფნა საგანგებო სიტუაციებისთვის
- საგანგებო სიტუაციებში ევაკუაციის პროცედურები
- დოკუმენტაცია და რესტავრაციის მეთოდები
- ადამიანზე ორიენტირებული პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობისთვის დაცვის დროს
- კომუნიკაცია კრიზისის დროს.
სასწავლო კურსს ჩაატარებენ ICOM ევროპის, Blue Shield საფრანგეთის, Blue Shield საქართველოს, ICR-კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრალური ინსტიტუტი (Istituto Centrale per il Restauro) და ICOM იტალიის პრევენციის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების სამუშაო ჯგუფის ექსპერტები.
მონაწილეობა:
მონაწილეობისთვის შეირჩევა საქართველოს მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის 22 სპეციალისტი. მონაწილეები სემინარების, პრაქტიკული მუშაობისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით გაიუმჯობესებენ უნარებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მიმართულებით კრიზისულ სიტუაციებში.
რეგიონებიდან შერჩეულ მონაწილეებს აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები თბილისში.
რეგისტრაცია:
მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ და გამოგზავნონ არაუგვიანეს 21 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაცია:
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.