Join ICOM

საქართველო

საქართველო

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

All news

November 18, 2024

ICOM ევროპის 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია – პროგრამა კონფერენცია

ICOM ევროპის 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია „მემკვიდრეობის მდგრადობა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ ზონებში“

2024 წლის 28-29 ნოემბერს გიწვევთ ICOM ევროპის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება კრიზისულ სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აქტუალურ საკითხებს. კონფერენცია აღნიშნავს ჰააგის 1954 წლის კონვენციის 70-ე წლისთავს შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ და ხაზს უსვამს კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კრიტიკულ მნიშვნელობას.

კონფერენციის პროგრამა მოიცავს მთავარ მოხსენებებს, თემატურ სესიებსა და პანელურ დისკუსიებს შემდეგ თემებზე:

  • მემკვიდრეობის დაცვა კონფლიქტებისა და კრიზისის დროს
  • იურიდიული და საკანონმდებლო ჩარჩოები მემკვიდრეობის დასაცავად
  • თანამშრომლობის როლი მდგრადობის გასაძლიერებლად
  • კომუნიკაციის როლი კრიზისულ სიტუაციებში
  • სტიქიური საფრთხეების პრევენცია და რისკების მართვა
  • ინოვაციური სტრატეგიები მემკვიდრეობის აღდგენისთვის.

იხილეთ კონფერენციის პროგრამა

კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაცია ღიაა 26 ნოემბრის ჩათვლით – რეგისტრაციის ბმული. 

აქტუალობა და კონტექსტი:

კონფერენცია განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც გლობალურ და ეროვნულ დონეზე მემკვიდრეობის დაცვის წინაშე სერიოზული გამოწვევებია. საქართველოში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საომარმა კონფლიქტებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კულტურულ მემკვიდრეობას, რაც დღემდე გრძელდება და ხაზს უსვამს მემკვიდრეობის დაცვის მდგრადი მექანიზმების შექმნის გადაუდებელ აუცილებლობას.

ამავდროულად, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტებმა კიდევ უფრო გაამწვავა დაუცველობა. კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება ომის ტაქტიკად იქცა და მიზანმიმართულად შლის იდენტობებსა და კულტურული სიმბოლოებს ქვეყანაში.

ICOM ევროპის 2024 წლის კონფერენცია მიზნად ისახავს აღნიშნული კრიტიკული საკითხების განხილვას, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების როლის განსაზღვრას, გადაფასებას და საერთაშორისო კონვენციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. კონფერენცია წარმოადგენს მემკვიდრეობის განადგურების მიმდინარე შემთხვევებს და ხაზს უსვამს ჰააგის 1954 წლის კონვენციის პროტოკოლების განხორციელების მნიშვნელობას.

შეხვედრებისა და ქსელის შესაძლებლობები

სესიების პარალელურად, კონფერენცია მოიცავს ქსელური კომუნიკაციის შეხვედრებს, ასევე კულტურულ ტურს, რაც მონაწილეებს დამატებით საშუალებას მისცემს, გააღრმავონ კავშირები და გაეცნონ საქართველოს მდიდარ მემკვიდრეობას.

პროექტის ორგანიზატორები და პარტნიორები

ICOM ევროპის 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია ტარდება ICOM SAREC საგრანტო პროგრამით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში, კონფერენციამდე, 25-27 ნოემბერს, ტარდება სპეციალური ტრენინგების სერია, რომელიც მიზნად ისახავს კატასტროფების რისკების მართვის, საგანგებო სიტუაციების მზადყოფნისა და კრიზისული კომუნიკაციის პრაქტიკული უნარებისა და სტრატეგიების განვითარებას. კურსი ფოკუსირებულია კონფლიქტის ზონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარებაზე.

კონფერენცია ორგანიზებულია ICOM-ის ევროპის რეგიონული ალიანსისა და ICOM საქართველოს მიერ, ICOM საერთაშორისო და ეროვნულ კომიტეტებთან თანამშრომლობით, მათ შორის: ICOM DRMC, ICOM MPR, ICOM France, ICOM Austria, ICOM Belgium და ICOM Italy, აგრეთვე Blue Shield France, Blue Shield Georgia, Istituto Centrale per il Restauro (ICR), Opificio delle Pietre Dure , ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმისა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობით.

[instagram-feed]