December 19, 2019
ICOM-ის წევრობის განახლება – 2020 ანონსი, წევრებისთვის
ძვირფასო წევრებო,გაცნობებთ, რომ ICOM-ის წევრობის განახლება დაიწყო 2019 წლის 18 დეკემბერს და გაგრძელდება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით
(უქმეების და 30/12/19 – 05/01/2020 პერიოდის გარდა).
წევრობის განახლებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას:
> ინდივიდუალური წევრები: საწევრო გადასახადი – 110 ლარი
გადახდის პირობები:
- თანხა შეგიძლიათ გადაიხადოთ უნაღდო ანუ საბანკო გადარიცხვით შემდეგ ანგარიშზე : GE38TB0640536080100001 / ააიპ იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტი (გთხოვთ, საბანკო გადახდის საფუძველში აუცილებლად მიუთითოთ : ”საწევრო გადასახადი” და თქვენი სახელი-გვარი.
- ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ გადაიხადოთ სტიკერის აღების დროს.
გადასახადის გადახდის შემდეგ, შეგიძლიათ, მიმართოთ ICOM საქართველოს დირექციას 2020 წლის სტიკერის მისაღებად.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ:
აღნიშნული ვადის (31 იანვარი) გასვლის შემდეგ საწევრო გადასახადის მიღება შეწყდება!